დასავლური პრესა მინისტრების დაპატიმრებებზე წერს - კვირის პალიტრა

დასავლური პრესა მინისტრების დაპატიმრებებზე წერს

Wall Street Journal : ორი ყოფილი მინისტრი და ოთხი სხვა თანამდებობის პირი დააკავეს საქართველოში, რაც ნაწილია პროდასავლელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული დაპატიმრებებისა და სისხლის სამართლის ბრალდებების "ტალღისა".

ეს რეპრესიები მოჰყვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ექსცენტრული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული პოლიტიკური კოალიციის გამარჯვებას. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ივანიშვილმა პირობა დადო, გამოეძიებინა სააკაშვილის პროტეჟეების სავარაუდო დანაშაულებანი. რამდენიმე თანამდებობის პირი დაპატიმრებულია და მათ ბრალად ედებათ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, უკანონო დაპატიმრებებზე ბრძანების გაცემა და პირადი ინფორმაციის ჰაკერული მეთოდებით მოპოვება.

ოთშაბათს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური, განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია და ოთხი ყოფილი თანამდებობის პირი დაკავებულ იქნენ და მათ ბრალი 1 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის არალეგალურ გადარიცხვაში, მოქრთამვასა და დოკუმენტების გაყალბებაში ედებათ..

სტატია გამოქვეყნდა ასევე  The Windsor Star-ში.