დასავლეთის პრესა საქართველოზე: წლის ციტატები - კვირის პალიტრა

დასავლეთის პრესა საქართველოზე: წლის ციტატები

Huffington Post-ი, ლინკოლნ მითჩელი არჩევნებისწინა საქართველოზე: "დემოკრატია საქართველოში ტაბაკა ვარიასავით გააბრტყელეს, ასე რომ, ე.წ. დემოკრატიულ ქვეყანაში ადგილი დარჩა პოლიტიკური რეპრესიებისათვისაც, პრესის და მედიის თავისუფლების შეზღუდვისათვისაც და საერთო შიშის კლიმატისათვისაც."

New Statesman-ი, დენის მაკშეინი: "თითოეული ერი ფასდება იმით, თუ როგორ ეპყრობა მოქალაქეებს და განსაკუთრებით, ტუსაღებს. ვიდეომ აჩვენა, რომ საქართველომ ვერ გაიარა ეს გამოცდა და, კარგი იქნება, თუ ყველა პოლიტიკოსი, მიუხედავად პოლიტიკური პლატფორმისა,  რომლებიც ერთმანეთს ძალაუფლებისათვის ებრძვიან, დაუფიქრდება იმას, რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ქართული სინამდვილე სრულად შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას."

Tagesschau-ი, სილვია შტობერი: "პრეზიდენტი სააკაშვილი კუთხეშია მიმწყვდეული მძლავრი ოპოზიციის ფონზე. დასავლეთში მან რეპუტაცია დიდი ხანია დაკარგა, მაგრამ უცნობია, ნებაყოფლობით შეელევა თუ არა იგი ძალაუფლებას."

BBTagesschau პროფილი: "მიხეილ სააკაშვილი”ზოგიერთისთვის მარად დარჩება "ვარდების რევოლუციის" გმირად, რომელმაც საბჭოეთის დროინდელი კორუფცია აღმოფხვრა და კურსი დასავლეთისაკენ აიღო, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისთვისაც სააკაშვილი ის ფიგურაა, ვისაც ბრალი მიუძღვის რუსეთთან ომის გაჩაღებაში."

ჭასჰინგტონ თიმეს-ი, ლუკ კოფეი: "სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, ქმედებები და მის მიერ არჩევნებში დამარცხების დიდსულოვნად აღიარება ისტორიაში მას თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს "დამფუძნებელი მამის" სახელს დაუმკვიდრებს. ამაზე უკეთესი სახელის დატოვებას ვერც ერთი მსოფლიო ლიდერი და სახელმწიფო მოღვაწე ვერ ინატრებდა."

Forbes-ი, ბიძინა ივანიშვილი: "ვინც აცნობიერებს რეალობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში, მას ესმის, რომ მე შეუძლებელი შევძელი."

Le Figaro: "საქართველოს ახალი ხელისუფლების მომრავლებული შეცდომები: "ქართული ოცნების" ქმედებები ნიურნბერგის პროცესისათვის მზადებას მოგვაგონებს."

Washington Post-ის სარედაქციო კოლეგიის წერილი: "პრემიერად ქცეულმა მაგნატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო, რაც კარგი ამბავია. სანამ ის ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას აგრძელებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, საქართველოს ახალი ლიდერის ვიზიტი ვაშინგტონში მისასალმებელი არ უნდა იყოს."

The Guardian-ი, ლუკ ჰარდინგი: "საქართველო გულში იკრავს დემოკრატიას, მაგრამ ანადგურებს საკუთარ წარსულს."

New York Times-ი, ელენ ბარი: "ქართული ენიგმა - ივანიშვილი მძაფრ კონტრასტს ქმნის სააკაშვილთან, მომხიბვლელ კოსმოპოლიტთან, რომელიც თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და გუმანით ხვდება, რას ელოდება მისგან დასავლეთი."