TheIndependent : პრემიერ-მინისტრის ფიქრები საქართველოზე - კვირის პალიტრა

TheIndependent : პრემიერ-მინისტრის ფიქრები საქართველოზე

ის მდიდარია, კარჩაკეტილი და ამჟამად მთავარ მეტოქეს, რუსეთის ყველაზე აგრესიულ მეზობელს, ქვეყანაში კონტროლის მოპოვებისთვის ებრძვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ""ინდეპენდენტის"" მოსკოველ კორესპონდენტს შონ უოკერს შინ მასპინძლობს, რაც საკმაოდ იშვიათია.

ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი იაპონური დიზაინით აგებული უზარმაზარი სახლია, რომელიც მთის წვერიდან გადაჰყურებს თბილისს და თითქმის მთლიანად მინისაა. საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ოქტომბრიდან მოყოლებული, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ყოველ დილით, 5 საათზე იღვიძებს და იოგას ვარჯიშებით კავდება. მისი რეზიდენციის მოპირდაპირედ, ქალაქის მეორე მხარესაა აღმართული პრეზიდენტის სასახლის გუმბათი, სადაც მუშაობს და ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი - 2003 წლის ""ვარდების რევოლუციის"" ქარიზმატული ლიდერი და იმ დროიდან ქვეყნის უცვლელი პრეზიდენტი. თუმცა, მისი სასახლე ვეღარ კაშკაშებს ქალაქში ისე, როგორც მანამდე, სანამ ივანიშვილი ბრძანებას გასცემდა ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით პრეზიდენტის სასახლისათვის ელექტროენერგიის მიწოდება შეემცირებინათ.

ზამთრის ცივი, თოვლიანი თბილისის მწვერვალზე ერთმანეთის პირისპირ აღმართულ ამ ორ თანამედროვე კოშკს შორის არსებული სხვაობა ვიზუალურად ასახავს იმ არცთუ სახარბიელო პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, რომელშიც საქართველომ მომავალი წლის განმავლობაში უნდა იცხოვროს.

სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მწარედ დამარცხდა, რასაც არც პრეზიდენტი და არც საერთაშორისო საზოგადოება არ მოელოდა. სავარაუდოდ, ის გეგმავდა თავისი მარჯვენა ხელის დანიშვნას პრემიერ-მინისტრად, რომლის უფლებამოსილებაც კონსტიტუციურად უნდა გაზრდილიყო, თუმცა ამის ნაცვლად, სააკაშვილი თავად აღმოჩნდა დამარცხებულის როლში თავის ყველაზე სასტიკ მტერთან.

ივანიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე ამოუცნობი ოლიგარქი 1990-იან წლებში რუსეთში ცხოვრობდა. წლების განმავლობაში ის განდეგილივით ცხოვრობდა, მაგრამ გასულ წელს ჩრდილიდან გამოვიდა და მთავარი მეტოქედ იქცა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელსაც ივანიშვილი დიქტატორობაში ადანაშაულებს მიუხედავად მისი დემოკრატიული რიტორიკისა.

ექსცენტრულ განდეგილს არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავის უზარმაზარ რეზიდენციაში აქვს ზებრების, პინგვინებისა და კენგურუების ეგზოტიკური კოლექცია, რაც მას ნაკლებდამაჯერებელ პოლიტიკოსად აქცევს. მაგრამ პრეზიდენტით იმედგაცრუებამ და ივანიშვილის დაპირებებმა - მილიონები ჩაეედო ქვეყნის განვითარებაში - მის კოალიციას შთამბეჭდავი გამარჯვება მოუტანა არჩევნებში.

ლიდერები ერთმანეთისგან ბევრით განსხვავდებიან:

ივანიშვილი რუსული განათლების მქონე ინჟინერი და ეკონომისტია, რომელმაც კლასიკური ოლიგარქისთვის დამახასიათებელი გამდიდრების გზა განვლო - პოსტ-საბჭოთა ეპოქაში კომპანიების ყიდვა-გაყიდვის. ბატონი სააკაშვილი კი ამერიკული განათლების მქონე ადვოკატი გახლავთ, რომელიც 1990-იან წლებში დაბრუნდა სამშობლოში პოლიტიკური კარიერის ასაწყობად. ოთხი წლის წინ ის ომში ჩაება რუსეთთან თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების გამო.

არჩევნებში ,ივანიშვილის გამარჯვებიდან ორ თვეში, საქართველოში ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ საგამოძიებო საქმეები აღიძრა. უცხოელმა ლიდერებმა აღშფოთება გამოხატეს და ამას სააკაშვილის გუნდის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკური რეპრესია უწოდეს. რამდენიმე მინისტრის საქმე კვლავაც გამოძიების ქვეშ იმყოფება, ათზე მეტი მაღალჩინოსანი საპატიმროშია და ყოველდღიურად კვლავაც ვრცელდება ახალი ამბები დაკავებებთან დაკავშირებით.

ბატონმა ივანიშვილმა უცხოელი ჟურნალისტების მცირე ჯგუფი, მათ შორის "ინდიფენდენტიდანაც"", ამ თვეში თავისთან მიიწვია, რათა პირდაპირ ესაუბრა. მან განაცხადა, რომ ყველა დაკავება უკავშირდება უტყუარ დანაშაულს და რომ ამასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროტესტი გაუგებრობით იყო გამოწვეული.

ევროპა მიეჩვია "სააკაშვილის მთავრობის მიერ დახატულ მომნსუხველ და გამოგონილ სურათს, - ამბობს ივანიშვილი, - ის ახერხებდა წარმატებისთვის მიღწევას ევროპელი ლიდერების მოტყუებით. ის გაქნილი მატყუარაა"".

""არც ერთი დაკავება არ ყოფილა პოლიტიკურად მოტივირებული"", - ეთანხმება მას ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი, - ნებისმიერი ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, როგორც ჩვენ მოვიქეცით"". თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრი მაღალჩინოსანი იქნა დაკავებული და ციხეში გადაყვანილი, ერთი შეხედვით, გარეგნულად უმნიშვნელო დარღვევებით. ვანო მერაბიშვილი, ხანგრძლივი დროით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისტერ სააკაშვილის სავარაუდო რჩეული პრემიერ მინისტრის პოსტზე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის დაიკითხა. დაკითხვის ოთახში ბატონ მერაბიშვილს ჰქონდა ადამიანის გამომეტყველება, რომელსაც განზრახული აქვს მოსახლეობას შეატყობინოს: საქართველოს პოლიციის რეფორმების არქიტექტორი ახლა თავად არის ეჭვმიტანილი.

""მათ ასევე დააკავეს ჩემი 71 წლის ბიძა, რომელსაც ბრალს სდებენ ტყეების უკანონოდ გაჩეხვაში"", - აცხადებს მერაბიშვილი, - დედაჩემი ცრემლებს ვერ იკავებდა".

თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების ჩახლართული მონათხრობების გარკვევა საკმაოდ რთულია. ორივე მხარე ერთმანეთის დემონიზირებას ახდენს და, ამავდროულად, საკუთარ თავს უმწიკლო დემოკრატიული თვისებების მქონეებად წარმოაჩენს.

დასავლეთის ლდიერებმა ნდობა გამოუცხადეს ბატონ სააკაშვილს სისტემის აგების გამო, რომელმაც ფაქტიურად განაპირობა კიდეც მისი არჩევნებში დამარცხება, განსხვავებით მისი მეზობლების უმრავლესობისგან. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ზოგჯერ ის ხედავდა საკუთარ თავში კეთილშობილ დიქტატორს, რომელიც ახალ, მოდერნისტულ ქვეყანას აშენებდა, თუმცა საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე.

თუმცა, არც ივანიშვილია სამაგალითო დემოკრატი. მან შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა, თუ მას შეუფერხებლად მმართველობის ნებას დართავდნენ. ""მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ დევნა დამოკიდებულია ჩვენს ხმამაღალ განცხადებებზე, - ამბობს გიგა ბოკერია, პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს ორ პოლიტიკურ ძალას შორის, - დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია"".

""რა თქმა უნდა, ამან დიპლომატიური საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, - ამბობს თბილისში მცხოვრები დასავლელი დიპლომატი, - ამის თქმა ნაადრევია, თუმცა არსებობს საგანგაშო ნიშნები იმისა, რომ მას სურს სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე გადააყენოს, რაც დემოკრატიულად გაუმართლებელი კოჰაბიტაციურ პერიოდში"".

ალექსანდრე რონდელი, უხუცესი ქართველი პოლიტანალიტიკოსი, აცხადებს, რომ ნაადრევია ივანიშვილისთვის ავტოკრატიულობის მიწერა, მაგრამ ვარაუდობს, რომ მილიარდელის უზომოდ მაღალი რეიტინგი, შესაძლოა, დაეცეს, როცა ხალხი გაანალიზებს, რომ ის არ არის მესია და არ შეუძლია საკუთარი ფულის დახარჯვა ხალხის ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად. "ხალხი ელოდება, რომ საქართველო უცბად იქცევა შანგრი-ლად, თუმცა მას ათწლეულობით ურთულესი მუშაობა დასჭირდება"", - ამბობს რონდელი.

ბატონმა ივანიშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში დარჩება, მერე კი გადადგება და ქვეყანას კოალიციის სხვა წევრებს ჩააბარებს სამართავად. თუმცა, როგორც ჩანს მან უკვე გადაიფიქრა და აცხადებს, რომ დაიკავებს იმ პოზიციას ""რა პოზიციაც ქართველი ხალხისთვის იქნება უკეთესი"".

მიუხედავად მოლოდინისა, რომ ის პოლიტიკაში იმაზე მეტ ხანს დარჩება, ვიდრე პირობა დადო, ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მმართვა სიამოვნებას არ ანიჭებს: ""პოლიტიკა შეუსაბამობაშია ჩემს პიროვნებასთან, - აცხადებს ის ფარული ღიმილით, - სიმართლე გითხრათ, ის არასოდეს მხიბლავდა. თუმცა, პლანეტის მაცხოვრებელთა უმრავლესობა აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არ მოსწონს"".

მარი ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)