მიხაილ ლეონტიევი: საქართველო ურუსეთოდ ვერ იარსებებს, ივანიშვილი კი რუსეთის გარეშე ვერაფერს გახდება! - კვირის პალიტრა

მიხაილ ლეონტიევი: საქართველო ურუსეთოდ ვერ იარსებებს, ივანიშვილი კი რუსეთის გარეშე ვერაფერს გახდება!

” -უნდა გვესმოდეს, რომ ევროპული არჩევანი როგორც უკრაინისათვის, ისე საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის - ეს უბრალოდ სასაცილოა. არ არსებობს ასეთი არჩევანი! ევროპა ჩაკეტილია და სავარაუდოდ, შინიდანვე დაინგრევა. იქ არავის აღარ მოელიან. - აცხადებს რუსი პოლიტოლოგი და ტელეჟურნალისტი მიხაილ ლეონტიევი ”კომსომოლსკაია პრავდა”-ში, სადაც იგი უკრაინის შემოერთების აუცილებლობის გარდა, საქართველოს ახალი მთავრობის რუსულ ტენდენციებსა და რუსეთის გარეშე საქართველოს განვითარების მიზერულ შანსებზეც საუბრობს.

 

-საქართველო ფიზიკურად ვერ იარსებებს რუსეთის გარეშე, რუსეთის გარეთ, რუსეთის შიგნით არმოქცეული... როგორ შეძლებს ნატო უზრუნველყოს საქართველოს მთლიანობა, რომელიც გულისხმობს აფხაზეთს, ოსეთს, აჭარას, ჯავახეთს? ერთიანობას ქვეყანაში, სადაც კომპაქტურად მოსახლეობენ აფხაზები, ოსები, აზერბაიჯანლები და სომხები? ვერანაირად! საქართველო ნატო-ს აინტერესებს როგორც პლაცდარმი რუსეთზე ან ირანზე თავდასხმისათვის. ისევე როგორც ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ჩინეთზე ახლო გასასვლელისთვის. მეტი მათ არაფერი უნდათ.

-მიუხედავად ამისა, ამ მომენტისთვის საქართველოს რუსეთთან შეერთება ძნელი დასაჯერებელია...

-საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანი, რომელიც რუსეთში გაიზარდა, დაკავშირებულია რუსეთთან და რომელიც რუსეთის გარეშე ვერაფერს გახდება - ეს ბორის ივანიშვილია. საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ამერიკელმა მფარველებმა ივანიშვილს გამარჯვების უფლება მისცეს, სააკაშვილს კი მასზე ზეწოლის განხორციელება აუკრძალეს. ეს იმიტომ, რომ ამერიკელებს რუსებთან მორიგება სურთ. მართლა, რაც შეეხება ნატო-ს... ცუდი ამბავია მთელი ამ ხროვისთვის, რომელთაც ვაშინგტონის უკანალის ლოკვის მსურველთა რიგში ჩადგომა სურთ. რიგი შეწყდა, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყდაბინებზე რიგი. რიგში მდგომელები ხელცარიელები დარჩნენ, რადგან ვაშინგტონური უკანალი ახლა უკვე ყველას არ ყოფნის, დეფიციტშია და ერთობ უფრთხილდებიან.... ასეთი დიდი საჯდომითაც კი ას ზღარბს ვერ დააჯდები, ზღარბების რიცხვი საჯდომის პერიმეტრის შემცირების კვალდაკვალ უნდა შეამცირო. აშშ-ს სურს მსოფლიოს უძლიერეს ზესახელმწიფოდ დარჩეს, ამისთვის კი ზედმეტი ტვირთისგან, ასევე უსარგებლო და მეორეხარისხოვანი ვალდებულებებისგან გათავისუფლებაა საჭირო. საქართველო უკვე აღარ არის პირველხარისხოვანი ამოცანა, ეს რუსეთთან შეთანხების საგანია. ივანიშვილი კი კომპრომისია. არა ქართველებს შორის, არამედ რუსეთსა დაამერიკას შორის, ვინაიდან მათ უკვე აღარავინ დარჩათ, ვისთანაც კომპრომისზე წავლენ. იგივე შეიძლება ითქვას, არ შეგეშინდეთ და, ბალტიისპირეთზეც"