სახელმწიფო "ვაჰაბიტების" წინააღმდეგ - ქართული ჩავარდნა - კვირის პალიტრა

სახელმწიფო "ვაჰაბიტების" წინააღმდეგ - ქართული ჩავარდნა

აბრამ შმულევიჩი, «Агентство политических новостей» (АПН)

(იბეჭდება შემოკლებით)

"ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოს თავისი ტერიტორიის მართვის სურვილი აქვს, მათ შორის რელიგიურ საკითხებში. სხვისი მიწის კონტროლის მოპოვება ყოველთვის რთულია, ამისათვის ომია საჭირო. მოსახლეობაზე კი, მათ გონებასა და სულიერებაზე კონტროლი კი ბევრად იოლია. ადამიანები სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ ადვილად იქცევიან. და ასეთი გავლენის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია რელიგია.

თუ შენს მოქალაქეებს დააინტერესებთ რომელიმე რელიგიური მიმართულება, მით უმეტეს თუ ამ მიმართულების ცენტრი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს - შენ პრობლემები გიჩნდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ მეზობელი შენი მეგობარია.

ეს პრობლემა ნებისმიერი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი, დიდი ქვეყნებისთვისაც კი. პატარა ქვეყნებისათვის, სადაც მრავლადაა ნაციონალური ან რელიგიური უმცირესობა თავის ტერიტორიაზე "სულიერი სუვერენიტეტის" პრობლემა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ტოლფასია. მით უმეტეს სასარგებლოა და საინტერესოა ასეთი ქვეყნების გამოცდილება. ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად რელიგიური სფერო თითქმის სამკვდრო-სასიცოცხლო საქმეა.

საქართველოს მოსახლეობა თითქმის ოთხნახევარ მილიონს აღწევს 2002 წლის აღწერით, ქვეყანაში მუსულმანთა თითქმის 10% ცხოვრობდა, ქართველი მუსულმანების ცნობით კი ორჯერ მეტი - 800 ათასამდე. რუსეთის მკვლევარი ანასტასია განიჩის საველე მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში 300-დან 390-მდე მოქმედი მეჩეთი და სალოცავი სახლია. ამასთან ქვეყანაში ათასობით აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს. ეს სათვისტომოები საკმარისად კონსოლიდირებულები არიან.

საქართველოსთვის კატასტროფული იქნებოდა აქაური აზერბაიჯანელების და სომხების ჩართვა სომხურ-აზერბაიჯანულ ომში, რომელიც უკვე ბევრი წელია მომდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გარეთ ამ ხალხებს შორის დაძაბული ურთიერთობაა, თავად საქართველოში ისინი მშვიდობიან, უკონფლიქტოდ თანაცხოვრებას ეწევიან.

საქართველოში უამრავი ნაცუმცირესობა და რელიგიური ჯგუფებია, რომელთა ცენტრების უმეტესობა მეზობელ სახელმწიფოებშია განფენილი. ადვილი დასაშვებია, რომ ეს რელიგიური ჯგუფები იმ სახელმწიფოებმა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენონ. ამიტომაც ცდილობს ოფიციალური თბილისი მათი მართვის სადავეების ხელში აღებას. მათ სულიერ თავისუფლებას არავინ ზღუდავს, მაგრამ რელიგიური ან ნაციონალური ფაქტორის გამოყენებას სახელმწიფო გააკონტროლებს. და თუ საჭირო იქნება აღკვეთს კიდეც.

საქარველოს მეზობლები გულდაგულ აკვირდებიან ადგილობრივ ისლამს. ტრადიციულ ინტერესს იჩენს ირანი და თურქეთი. აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ ისლამს რუსეთმაც მიაქცია ყურადღება.

ქართული ისლამური პალიტრა მეტად მრავალფეროვანია და მხოლოდ აზერბაიჯანელებით არ შემოიფარგლება. ისლამს აღიარებენ საქართველოს სხვადასხვა ხალხი და შიიტების გარდა იქ სუნიტებიც ცხოვრობენ.

ბუნებრივია, სააკაშვილს ამ სიტუაციის გამოსწორება უნდოდა და დიდხანს ეძებდა გზებს საამისოდ.

პირველი ცდები რელიგიური პროცესების გაუხმაურებელი გაკონტროლებისა 2004 წელს დაიწყო და მსოლოდ 2011 წელს, დიდი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ შეიქმნა ყველასგან დამოუკიდებელი (ანუ ოფიციალური თბილისის კონტროლქვეშ მყოფი) არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს მუსულმანთა სამმართველო (სმს) სამმართველოს ხელმძღვანელობს სუნიტი (ხანიფატური მიმდევრობის) საქართველოს მთავარი მუფთი - ეთნიკური აჭარელი ჯემალ პაკსაძე მისი მოადგილეა შიიტი აზერბაიჯანელი ხელმძღვანელობაში სხვა აზერბაიჯანელებიც არიან.

ოფიციალურად საქართველოს მუსულმანთა სულიერი სამართველო იმისათვის შეიქმნა, "რათა საქართველოს მუსულმანებს შეძლებოდათ ქმედებების კარდინირება ქვეყნის შიგნით".რეალურად კი ეს კორდინაცია რბილად იმართებოდა სააკაშვილის მთავრობის მიერ იმ რამოდენიმე ამოცანის გადასაწყვეტად, რომელსაც უპირველესი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოს არსებობისთვის, ამ ამოცანათა უმეტესი ნაწილი წარმატებით შესრულდა. ზოგი - სავსებით ჩაფლავდა.

  • წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი აზერბაიჯანელებისა და სომხების იზოლირება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტისგან.
  • წარმატებით განხორციელდა საქართველოს გარეთ მოქმედი სულიერი ცენტრების იურისდიქციიდან ქართველ მუსულმანთა გამოყვანა.
  • ისლამური სამყაროს გამხლეჩავი, ყველაზე სასტიკი, საშინელი და ხანგრძლივი შიიტ-სუნიტური კონფლიქტი ყველა ქვეყანას შეეხო, ყველგან მძვინვარებს კონფესიათაშორისი ომი, ყველგან - გარდა საქართველოსი.
ეტყობა, მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც სუნიტები და შიიტები ერთ მეჩეთში ლოცულობენ - თბილისის ჯუმა მეჩეთია. 1996 წლამდე მეჩეთი შავი ფარდით იყო გაყოფილი, ერთი მხრიდან სუნიტები ლოცულობდნენ, მეორედან - შიიტები. მაგრამ 1996 წ. მეჩეთში ახალი იმამ-ხატიბი დანიშნეს, მარნეულელი აზერბაიჯანელი, შიიტი ალი ალიევი. მისი ბრძანებით მეჩეთში ფარდა ჩამოხსნეს, სუნიტებმა და შიიტებმა კი ერთად იწყეს ნამაზი. ამგვარად მესამე სტრატეგიული ამოცანაა - საქართველოს იზოლირება შიიტ-სუნიტური კონფლიქტისგან ასევე წარმატებით შესრულდა.

როგორც ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, საქართველოც გარე ისლამუი რელიგიური ცენტრებიუს ყურადღების ობიექტი გახდა. ირანიდან, თურქეთიდან და არაბეთის ქვეყნებიდან უამრავი ისლამური ლიტერატურა შევიდა საქართველოში. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს ისლამური სათვისტომოს წყალობით მოხერხდა ქართველ მუსულმანთა იზოლირება უცხოეთიდან შემოსული ფინანსებისგან და უცხოელი ემისრების საგანმანათლებლო და პროპაგანდისტური მოღვაწეობის აღკვეთა.

მეტად საინტერესო მდგომარეობაა აჭარაში: ეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ბოლო აღწლეულებში ქრისტიანობის შეტევით ისლამი უკან იხევს. საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებისთანავე აჭარაში მუსულმანი-აჭარლების გაქრისტიანობა დაიწყო. ამჟამად დეისლამიზაცია თითქმის შეჩერებულია, ვისაც უნდოდა მათ უკვე მიიღეს მართლმადიდებლობა. მხოლოდ მთიან აჭარაში შემორჩენ ისლამის მიმდევარი აჭარლები.

ჯერ კიდევ XX საუკუნის შუაში აჭარლების 70% მუსლიმი იყო, ქრისტიანები 30%-შეადგენენ. XXI საუკუნის დასაწყისში ქრისტიანები - 70%-ს შეადგენენ, მუსლიმანები კი 30%.

ამჟამად ქართული მუსლიმანური ხელმძღვანელობისთვის (ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის) მთავარი პრობლემა სალაფიზმის გავრცელებაა.

საქართველოს საბედნიეროს, სუნიტები მუსულმანთა შორის უმცირესობაში არიან, რაც სალაფიის გავრცელებას შეზღუდავს. ქართველი მუსულმანების ყველა ოფიციალური ხელმძღვანელები სალაფიტების იდეური მოწინააღმდეგეები არიან, რასაც ვერ ვიტყვით რიგით სუნიტებზე. მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სალაფიტების მიერ "დემოკრატიული" გზით, მშვიდობიანად მეჩეთების დაპყრობა. სახელმწიფოს მხარდაჭერით, ოფიციალური ისლამური ხელმძღვანელობა ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ წარუმატებლად. განსაკუთრებით მწვავე ბრძოლა მიდის გავლენაზე პანკისში, და უნდა ითქვას, რომ ოფიციალურმა ხელისუფლებამ წააგო. ახლა ჩეჩენი ქისტები პანკისში, მოხუცების გარდა თითქმის ყველა სალაფიტია. ამგვარად უნდა აღინიშნოს, რომ თავის ისლამურ პოლიტიკაში საქართველო უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა. მაგრამ მანაც წააგო ბრძოლა იმ სტრუქტურასთან, რასაც წარმოადგენს თანამედროვე სალაფიზმი.