რა "ანგალია" ეს პუტინი! - კვირის პალიტრა

რა "ანგალია" ეს პუტინი!

ევგენი პრიმაკოვის, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფროსის, 80 წლის იუბილეზე შეკრებილი სტუმრები, რომელთა შორის ბევრი ქართველიც იყო, გააოგნა ვლადიმირ პუტინის სადღეგრძელომ. მან მეინახენი გააფრთხილა, - ვიცი, რომ ჩემი ნათქვამი ამ დარბაზს გასცდებაო (სწორედაც ეს სურდა. - რედ.) და რიხიანად თქვა: საქართველოს გაერთიანების საკითხის მოგვარება შესაძლებელია, ჩვენ ხომ ყოველგვარი დაბრკოლების დაძლევა შეგვიძლია. ეს საქმე კი ევგენი მაქსიმოვიჩმა (პრიმაკოვი. - რედ.) უნდა ითავოსო.

ამ სადღეგრძელოს შემდეგ პუტინმა დარბაზი დატოვა.

ვლადიმირ პუტინმა თავის უკრაინელ კოლეგასთან, იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრის დროს კომენტარი გაუკეთა მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს უკრაინაში და პრეზიდენტ იუშჩენკოს შეუთვალა, ვახშამზე სააკაშვილს ჰალსტუხს ნუ გააკეთებინებთ, არ შემოეჭამოსო.