BBC: პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება დავოსში ნათლად ჩანდა - კვირის პალიტრა

BBC: პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება დავოსში ნათლად ჩანდა

"ბი-ბი-სი" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს. სიუჟეტში პრემიერი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის

მასსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის არსებულ განსხვავებებზე საუბრობს.

"ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ის პროფესიონალი მატყუარაა. თავის დაპირებებს არ ასრულებს. მან შექმნა ტოტალიტარული და არა - დემოკრატიული ქვეყანა, რომელთა შორისაც დიდი განსხვავებაა. ჩვენ კი, მისგან განსხვავებით, ჩვენს სიტყვას ვასრულებთ და არ ვიტყუებით”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

სიუჟეტში, რომელიც დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას მომზადდა, "ბი ბი სის" რეპორტიორი ტანია ბეკეტი აღნიშნავს, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება დავოსში ნათლად ჩანდა.

გარდა ამისა, გავლენიან მედიასაშუალებასთან ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დავოსში ყოფნისას მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის ხიდის აგება იყო.

"მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან მიმართებაში არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ყველაზე დიდ მეზობელთან მეგობრული იქნება", - განმარტავს ბიძინა ივანიშვილი.

თავად ავტორი სიუჟეტში აღნიშნავს, რომ ქვეყნის სათავეში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, დარტმა იყო საქართველოს პროდასავლურ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის.

"ამ უკანასკნელმა ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნგრევიდან ათწლეულის შემდეგ, 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შედეგად ჩაიბარა", - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ BBC-ის სიუჟეტი: "ჩვენი პრეზიდენტი პროფესიონალი მატყუარაა" - ბიძინა ივანიშვილი BBC-ზე