China Daily: ჩინელი ინვესტორები ქართული მხარის ბრალდებებს უარყოფენ - კვირის პალიტრა

China Daily: ჩინელი ინვესტორები ქართული მხარის ბრალდებებს უარყოფენ

ჩინური პრესის ცნობით, პროექტ ”ჰუალინგის” მესვეურებმა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით 127000 ჩინელი მოახალშენის ჩამოსახლება იგეგმება, ორშაბათს პრესკონფერენცია გამართეს და ქართულ მედიაში პროექტთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს გასცეს პასუხი. ინვესტორების განცხადებით, პროექტის მიზანია 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისათვის ე.წ. ოლიმპიური სოფლის აშენება, რისთვისაც მათ 150 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიცია გაიღეს. ლაპარაკია 50000 კვ მეტრის მიწის ფართობის შეძენაზე თბილისის ზღვის შემოგარენში, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი 3 თვის განმავლობაში უფასოდ გამოიყენებს. კომპანია ასევე გეგმავს სავაჭრო, გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრებისა და ხუთვარსკვლავიანი ჰოტელის აგებას. ჩინელი ინვესტორების განცხადებით, უადგილოა ბრალდებები, თითქოსდა მათ შეთანხმებას კანონის დარღვევის შედეგად მიაღწიეს, მათი თქმით, გარიგება არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობის არც ერთ ნორმას. კომპანიის პიარმენეჯერის განცხადებით, ოლიმპიადის შემდეგ კომპანია არ აპირებს საცხოვრებელ ფართებში ემიგრანტები შეასახლოს, ამის ნაცვლად იგეგმება მათი გასხვისება ადგილობრივ მოსახლეობაზე, კანონიერი შეთანხმებების პირობებში.

 

”ჰუალინგის” მიერ აშენებულ ფართებში დაახლოებით 3800 ახალგაზრდა ათლეტი და სამწვრთნელო შემადგენლობა განთავსდება - ითქვა პრესკონფერენციაზე.

ივლისში, ნათქვამია სტატიაში, ოლიმპიური სოფლის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალს თავად ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ესწრებოდა, რომელმაც ჩინელ ინვესტორებს ”ჰუალინგიდან” მადლობა გადაუხადა ადგილობრივი უმუშევრობის შემცირებისათვის.