Youtube-ზე ქართული მიწები იყიდება - კვირის პალიტრა

Youtube-ზე ქართული მიწები იყიდება

Youtube-ზე ქართული მიწები იყიდება, - სტატიას ამ სათაურით გაზეთი "ყველა სიახლე" აქვეყნებს. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლზე , რომლითაც ინდოეთის მოქალაქე საინი დარჯმიტი თანამოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენას სთავაზობს.

გაზეთის ინფორმაციით, კახეთში გადაღებულ ვიდეორგოლში დარჯმიტი ქართული მიწის უპირატესობასა და იაფ მუშახელზე საუბრობს. ვიდეოში მითითებულია ტელეფონის ნომერიც, რომელზე დარეკვითაც მიწის შეძენით დაინტერესებული პირი დეტალურ ცნობებს მიიღებს.

როგორც "ყველა სიახლე" წერს, საქართველოში მიწების გაყიდვით დაკავებული კომპანია crown immigration-ის სათავო ოფისი ინდოეთში მდებარეობს. კომპანიაში დარეკვისას კი, ჟურნალისტს განუმარტეს, რომ მიწებს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც ყიდიან. ფასები ადგილმდებარეობის შესაბამისად განისაზღვრება.

"ინტერპრესნიუსი"