European Voice: ”ფულემ ჰამერბერგი საქართველოში წარსაგზავნად ”გაწირა” - კვირის პალიტრა

European Voice: ”ფულემ ჰამერბერგი საქართველოში წარსაგზავნად ”გაწირა”

გამოცემა European Voice ეხმაურება შტეფან ფულეს მიერ საქართველოში თომას ჰამერბერგის წარგზავნას.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შტეფან ფულე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის ორ ცეცხლს შუა არის მოყოლილი.

როგორც ჩანს, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, - წერს European Voice, - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა დააბნიეს. ორივე მათგანს ბრძოლა აქვს გამართული გაზეთებისა და თუ ტელეეთერის მეშვეობით. სააკაშვილის შემთხვევაში კი ევროპის პარლამენტის მეგობარი წევრების მეშვეობითაც.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფულე უკვე აშკარად დაიღალა ორ ცეცხლს შუა ყოფნით მაშინ, როცა ცდილობს იყოს ცეცხლის შეწყვეტის შუამავალი. ასე მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, მან ისე სწრაფად დატოვა სააკაშვილის პრეს-კონფერენცია, თითქოს ეს პროტესტის ნიშნად მოიმოქმედა.

`ახლა კი ფულემ საქართველოში მიავლინა სპეციალური მრჩეველი, რომელიც ხელისუფლებას კონსულტაციებს გაუწევს სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმებში და ადამიანთა უფლებების საკითხებში. "დასაწყისისთვის" ევროკომისარმა მას ოთხთვიანი მანდატი მისცა, რათა "საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები დამოუკიდებელი, ობიექტური რჩევებით უზრუნველყოს". ეს საწყალი კაცი, ვინც ეს სამუშაო უნდა შეასრულოს, თომას ჰამერბერგია, ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების ყოფილი კომისარი", - აღნიშნავს European Voice.

”ინტერპრესნიუსი”