"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას სამოქმედო გეგმას სთავაზობს - კვირის პალიტრა

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას სამოქმედო გეგმას სთავაზობს

"ევროპის სახალხო პარტიის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა დეკლარაცია, რომელშიც პარტია საქართველოს ხელისუფლებას ასოციაცირების ხელშეკრულების შეთანხმების შესასრულებლად სამოქმედო გეგმას სთავაზობს.

"ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაცია საქართველოზე

1. ფუნქციონირებადი დემოკრატია

დემოკრატია ვერ იმუშავებს ყველა პოლიტიკური ძალისთვის თავისუფალი და კონკურენტული გარემოს გარეშე, შესაბამისად, "ევროპის სახალხო პარტია" მოელის,

- საქართველოს ხელისუფლებისგან უზრუნველყოფას, რომ არ შეიზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივობანი და არ მოხდება მათი დაშინება.

- მოუწოდებს პოლიტიკურ უმრავლესობას, პატივი სცეს საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის საკონსტიტუციო უფლებებს.  უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულება არ იქცეს პოლიტიკური მიზნების მიღწევის შერჩევით ინსტრუმენტად

2. სასამართლო

სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობისთვის უმთავრესია, ამიტომ "ევროპის სახალხო პარტია"

- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სრული დაცვა.

- სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების დამტკიცებისას (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციებს).

- გამოხატავს შეშფოთებას, უკვე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო.

3. მედია

გამოხატვისა და ინფორმაცის თავისუფლება კარგი მმართველობისა და დემოკრატიის ფუნდამენტია, შესაბამისად, "ევროპის სახალხო პარტიის"" თავმჯდომარეობა

- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს ან დანახულ იქნას, როგორც გამოხატვის თავისუფლების სფეროში ჩარევა, მათ შორის მედიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლად მუშაობის დარღვევა.

- მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობის შენარჩუნება და პატივისცემა.

"ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოჩამოთვლილი პუნქტების განხორციელება საქართველოს საშუალებას მისცემს, წარმოჩნდეს, როგორც ძლიერი დემოკრატია და გააღრმაოს ევროპის კავშირთან დაახლოების პროცესი.

(იბეჭდება შემოკლებით)

ვრცლად იხ. www.kvirispalitra.ge-ზე