ჯერ ვერ იმეტებს მილიარდებს?
01-04-2013
ჯერ ვერ იმეტებს მილიარდებს?
გამოცემა "ევრაზიანეტი" აქვეყნებს მოლი კორსოს სტატიას საქართველოს მთავრობის ფონდებზე, სათაურით "ინვესტიციების ხელშეწყობა პრემიერ-მინისტრს საკუთარ მილიარდებად არ დაუჯდება". \
"სად გადის ზღვარი ხელისუფლების მაღალჩინოსნის კერძო ქონებასა და მის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას შორის? - პრემიერის დაპირება, მისი ქონების ბიზნესინვესტიციების, სტიქიის მსხვერპლთა კომპენსირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხელშეწყობის მიზნით გამოყენების შესახებ ამ განსხვავებას უფრო აბუნდოვანებს.

2012 წლის ოქტომბერში, გაპრემიერების შემდეგ, ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ იგეგმება სამი ახალი საინვესტიციო ფონდის შექმნა: ორმილიარდიანი სუვერენული ფონდის, სოფლის მეურნეობის
განვითარების ფონდისა და ვენჩურულისა. პირველი, ორმილიარდიანი სუვერენული ფონდი სახელმწიფო სტრატეგიული განვითარების პროექტებს მოემსახურება, როგორებიცაა რკინიგზა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მეორე, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება აგრარულ სექტორს, მესამე, ე.წ. ვენჩურული ფონდი  კი უზრუნველყოფს სახელმწიფო ინვესტიციების ჩადებას ახალ ინოვაციურ ბიზნესპროექტებში.

ივანიშვილი ასევე გეგმავს გახდეს
კერძო ინვესტიციების ფონდის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორიც. ეს ფონდი განსხვავებული იქნება სამთავრობო ფონდებისგან, თუმცა, ივანიშვილის ტენდენციამ, ესაუბრა ოთხივე ფონდზე ერთად, ქართველებს იმედი მისცა, რომ ის სუვერენული ფონდის ნაწილსაც საკუთარი კაპიტალიდან დააფინანსებდა. მთავრობისგან ცხადი ინფორმაციის ნაკლებობა შექმნილ დაბნეულობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ეკონომიკური უმოქმედობის ფონზე, ერთეულები თუ ამჩნევენ ინტერესთა კონფლიქტს იმ პერსპექტივაში, რომ პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა პირადი ქონება ჩადოს კერძო ან სამთავრობო ფონდებში, ქართული ბიზნესის დასახმარებლად. თუმცა უნდა ითქვას, რომ ივანიშვილი უარყოფს ნებისმიერ კავშირს სამთავრობო ფონდებთან და ირწმუნება, რომ არაფერს მალავს და არც არაფერია დასამალი. ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება მთავრობის საპარტნიორო ფონდის (რომელიც სამთავრობო სახსრებით კერძო ბიზნესების დაფინანსებას კურირებს) პრეზიდენტის მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ "ბატონ ივანიშვილს სუვერენულ ფონდთან არაფერი ექნება საერთო".

რაც შეეხება კერძო ინვესტიციების ფონდს, ეს იქნება ცალსახად კერძო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნება იმ "მდიდარი ქართველებისთვის", რომლებიც ქართულ ბიზნესში "პასიურ" ინვესტორებად იმოქმედებენ".

ბაჩიაშვილმა ასევე უარყო კრიტიკული მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც, თუ ივანიშვილი კერძო ინვესტიციების ფონდის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი გახდება, ეს ფონდს სამთავრობო ინტერესების დაღს დაასვამს. თუ "ინვესტიციების ფონდის რომელიმე ინვესტორი სხვა ინვესტორების ხარჯზე საკუთარი პრივილეგიური მდგომარეობით ისარგებლებს, ამას დიდი სკანდალი მოჰყვება - აცხადებს იგი - ზოგი ამაში ინტერესთა კონფლიქტს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს საჯარო და კერძო სტრუქტურათა შორის ინტერესთა კონფლიქტზე ვრცელ განმარტებებს, ცხადია, ეს განხილული იქნება, როგორც "საჯარო მოხელისა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ საკუთარი პრივილეგიებით ბოროტად სარგებლობა. მით უმეტეს, რომ მაღალჩინოსნებს ეკრძალებათ კომპანიის საკონტროლო პაკეტის გაკონტროლება", - დასძინა მან.

თუმცა ადრე ამ მოთხოვნებზე ხშირად ხუჭავდნენ თვალს. ივანიშვილის კერძო ქონება არასდროს იყო მკვეთრად დაშორებული მისი პოლიტიკური კარიერისგან. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, მან თავისი ქონება ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილა. მართალია, მისი ეს შეთავაზება დღემდე არ ამოქმედებულა, მაგრამ საქართველოში ხორციელდება სხვა სახის დახმარებებიც. იანვარში, ივანიშვილის დაფუძნებულმა "ქართუ ჯგუფმა" აღასრულა პრემიერის წინასაარჩევნო კამპანიის დაპირება და 95 მლნ ლარი გამოყო კახეთის რეგიონის 25 800 ოჯახისთვის, რომელთაც ვენახები დაესეტყვათ.

მართალია, ივანიშვილი აღარ ფლობს "ქართუ ჯგუფის" აქტივებს, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის დოკუმენტებით - აქციების 8,25% ეკუთვნის მის უფროს შვილს, უტას. ეს კი, ივანიშვილის განცხადებებთან ერთად, რომ იგი საკუთარ ქონებას საქართველოს სამთავრობო თუ საინვესტიციო პოლიტიკის გასამართად და სასიკეთოდ გამოიყენებს, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ისედაც მქრქალ ზღვარს საჯარო მოხელესა და ბიზნესმენს შორის.

"ევრაზიანეტი", აშშ

იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით
shorena
22 აპრილი 2013 13:04
ამ კაცს იმდენი რამე აქვს უკვე გაკეთებული ბრმა უნდა იყოს ადამიანი რომ ვერ დაინახოს
kako
05 აპრილი 2013 19:26
არ მესმის რატომ ტხოვენ ამ ღვტისნიერ კაცს ტავისი პულის დახაეჯვას როცა ქვეყანა გაზარმაცებულია და დანგრეულია წინა მტავრობების მიერ?დაახარჯინეტ აბა შევარდნაძეს ან სააკაშვილს რაც ჩვენ ხარჯზე იშოვეს.
Shura Baratashvili
05 აპრილი 2013 13:53
ჩემო ..მრავალჭირვარამ გადანახადო" თანამემამულენო! დანგრევა ადვილია, აშენებას კი მეტ დრო სჭირდება, მით უმეტეს როცა საამენებლო მოედანი დანაგვიანებული და დანაღმულია!!! ამ მოედნის მოწესრიგებაში დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს , ჩვენი წილი აგური დავდოთ!! ბატონ ბიძინას ჯადოსნური ჯოხიც რომ ქონდეს, მაინც ვერ მოასწრებს ერთ დროულად ყველაფერის გაკეთებას! ხელს მაინც ნუ შევუშლით , თუ არ მივეშველებით!! ერთიანობას უფრო მეტი ძალა რომ აქვს ოქტომბერმაც დაგვანახვა!




რედაქტორის რჩევით