ვანო მერაბიშვილი - არ მოგანგრევინებთ არც გუმბათს და არც ჯვრის ელემენტებს გაგატანინებთ მეჩეთიდან - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილი - არ მოგანგრევინებთ არც გუმბათს და არც ჯვრის ელემენტებს გაგატანინებთ მეჩეთიდან

არ მოგანგრევინებთ არც გუმბათს და არც ჯვრის ელემენტებს გაგატანინებთ მეჩეთიდან, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა რაბათის ციხესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე შეკრებილ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მერაბიშვილის განმარტებით, ნგრევის წინააღმდეგ ის მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ისტორიაში რჩება მხოლოდ ის ადამიანი, ვინც აშენებს. ისტორია ივიწყებს იმ ცენზორების გვარებს, ვინც ებრძვის და აჩერებს მშენებლობას, ამიტომ 100 წლის მერე არავის ეხსომება ეს თათბირი და მათი გვარები, ვინც დასცინის რაბათის ციხის მშენებლობას. კრიტიკოსები ჰყავდა ყველა ქართულ ძეგლს, სვეტიცხოველსაც ჰყავდა კრიტიკოსები. რაც არ უნდა ახალი აშენდეს, სულ ვიძახით, რომ არ გვინდა თანამედროვე, მოდერნისტული ძეგლი, ჩვენ ძველი უნდა დავუბრუნდეთო. ბატონებო, მე-19 საუკუნეში მხოლოდ რუსული ყაზარმა იყო ახალციხეში. თუ თქვენ რუსული ყაზარმა მიგაჩნიათ ისტორიულ ძეგლად, მაშინ აზრი არ აქვს ლაპარაკს. თქვენ ვერ შეძლებთ იქ ვერაფრის მოშლას, ამისთვის ჩემს ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოვიყენებ, წინ აღვუდგებით ყველანაირ ნგრევას - არ მოგანგრევინებთ არც გუმბათს, არც ჯვრის ელემენტებს გაგატანინებთ მეჩეთიდან", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ამასთან, მან მრგვალი მაგიდის მონაწილეებს კონკრეტული წინადადებითაც მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ახალი ხელისუფლება რაბათის ციხეში რესტავრაციას უკეთ განახორციელებს, პირველი მხარდამჭერი ის იქნება.

"ინტერპრესნიუსი"