ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო სამოთხეა
ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო სამოთხეა
"საქართველოში ჩამოსული ირანელები", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული "ბი-ბი-სი" დემიენ მაკგინესის სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში თანდათან მეტი და მეტი ირანელი სახლდება. ერთნი ამას ირანის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან, მეორენი - თეირანის ავტორიტარული რეჟიმისგან დევნით.

შესაძლოა, საქართველოში სპარსულ ენაზე ყოველკვირეული ჟურნალი Aryana გამოიცეს, რადგან აქ გადმოსახლებულ ირანელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და შვიდი თვის განმავლობაში გაოთხმაგდა კიდეც. ჟურნალი საქართველოში დასახლებულ ირანელებს ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების გაცნობაში დაეხმარება. საქართველო ირანელებისთვის
იდეალური ვარიანტია, ირანთანაც ახლოსაა და აქ შემოსასვლელად ვიზა არ არის საჭირო. საქართველოში 6 ათასზე მეტი ირანელი ოფიციალურად არის დარეგისტრირებული რეზიდენტად, რაც ერთობ დიდი რიცხვია ქვეყნისთვის, რომელიც მიუჩვეველია იმიგრაციას.

მეწარმე ბაბაქ ამინის თქმით, ირანში ვალუტის კურსის გაუფასურების გამო, რაც სანქციებითაა გამოწვეული, საქონლით ვაჭრობა შეუძლებელი გახდა. საქართველო
კი ყველაზე მეტად პროდასავლური და ბიზნესის კუთხით - კეთილგანწყობილი ქვეყანაა. ბევრ ირანელს ქართველებისთვის დამახასიათებელი თვისებები - ოჯახური ფასეულობანი და სტუმართმოყვარეობა, თავის სამშობლოს აგონებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ირანელების შემოდინება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, თუმცა, პრობლემაა, როგორ შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ახლომდებარე ირანთან ისე, რომ თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი მნიშვნელოვან მოკავშირე აშშ-სა და ევროკავშირთან, რომელშიც გაწევრებას ესწრაფვის.

"საქართველოს სურს ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს ეკუთვნოდეს, თუმცა, ამავდროულად, უნდა, კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ყველა მეზობელთან, - ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი, - რეგიონში სამი ზესახელმწიფო გვყავს - რუსეთი, თურქეთი და ირანი. ჩვენ არ შეგვიძლია სიტუაციის იგნორირება, რადგან სამივე მათგანთან უნდა ვითანამშრომლოთ. ისინი დაკავშირებული არიან ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან. ასე რომ, ვფიქრობ, ირანთან კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით ბიზნესში, საფრთხეს არ წარმოადგენს არც საქართველოსთვის და არც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის".
ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო სამოთხეა, სადაც არ გდევნიან.

"ბი-ბი-სი", დიდი ბრიტანეთი
იბეჭდება მცირედი შემოკლებით
მკითხველის კომენტარი (24)
Giga
28 აპრილი 2013 18:05
1 უნდა შევეგუოთ რომ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ჩამოვა
2 უნდა კანონი ზღუდავდეს ნებისმიერი Mსურველის შემოსვლას და მატრო ის შემოვიდეს ვინც სამუშაოდ მოდის ან ვინც სამუსაო ადგილების შესაქმნელად მოდის
3 უნდა წახალისდეს იმიგრაცია უპირატესად განვითარებული და კულტურულად ახოლობელი ქვეყნებიდან
Jaba
28 აპრილი 2013 11:45
ძირს რუსი,მაღლა თურქი და ირანელი,ვაი ჩვენს პატრონს,რუსეთში ქართველებს დღესაც პატივს სცემენ,გადადით თურქეთში და ნახეთ როგორ ექცევიან ქართველებს,გაიღვიძეთ,გაიღვიძეთ ხალხო,როდის ყოფილა ირანი და თურქეთი საქართველოს მეგობარი,მაგათი მიზანი იყო და იქნება ჩვენი გამუსულმანება რით ვეღარ გაიგეთ
ani
28 აპრილი 2013 02:28
გადაგვთელავენ ეს უცხოელები,რაც საუკუნეების განმავლობაში ბრძოლით ვერ მიაღწიეს ახლა ჩვენი მიწების ყიდვით,აქ დასახლებით ნელ-ნელა მიაღწევენ. ღმერთმა დაიფაროს სრულიად საქართველო! ქვეყანაში რა მდგომარეობაა.ეს პოლიტიკოსები კი რაზე ფიქრობენ?
ani
28 აპრილი 2013 02:22
სააკაშვილის გაუქმებული სავიზო რეჟიმები აუცილებლად უნდა აღსდგეს.აქ რომ შემოდიან თავისუფლად,რომელი ერთი ქვეყანა მიგვიღებს ესე სტუმართმოყვარედ? ცოტა ხანში საქართველოს რომელიმე ნაწილს მიიტაცებენ და განაცხადებენ ჩვენ დამოუკიდებლობა გვსურსო,დავრჩებით ისევ ისე.
konstantine
26 აპრილი 2013 23:20
გაკვირვებული ვარ, რომ ესეთ მნიშვნელოვან სასიცოცხლო საკითხზე მხოლოდ 19 კომენტარია. რის გამოა ნეტავ? ესე იყო სხვა სტატიებზეც ინდოელებთან დაკავშირებით. პირად საუბრებში ვხედავ, რომ ხალხი ამას ძალიან განიცდის.
მე ვეთანხმები წინა კომენტარებს, რომ სააკაშვილის გაუქმებული სავიზო რეჟიმები უნდა აღსდგეს, მიწების უცხო ტომელებისთვის მიყიდვა და 49 წლით არენდით მიცემა უნდა აიგრძალოს. მე ვიცი, რომ 200 000 ქრისტიანი არაბი აპირებს აქ გადმოსახლებას, იმიტომ რომ ეგვიპტეში მათ დევნიან. აქ ინტენსიურად ყიდულობენ ბინებს. საქართველომ უნდა შეიმუშავოს უცხოტომელებისგან თავის დაცვის კანონები.
ამას, როგორც ვხედავ ყველა ელოდება ამ ხელისუფლებისგან.
roma
26 აპრილი 2013 03:52
ჩვენ, ქართველებმა, კომუნისტური წყობის დროს დავკარგეთ საკუთარი მიწის სიყვარული, ყველა სოფლის მცხოვრებ მშობელს განსაკუთრებული სურვილი ქონდა რო თავისი შვილები ქალაქში გაეგზავნა საცხოვრებლად .ამოტომ გახდა ქალაქები გადატვირთული სოფლელი ემიგრანტებით, ვერც ქალაქის და ვერც სოფლის გაიგეს რაიმე. საკმაო უმეტესობა კი .;ღამურას; დაემსგავსა, არც ჩიტია და არც თაგვი. ასეთი უგუნური ქცევით სოფელი დავკარგეთ და მიწის სიყვარული. ეხლა კი გაკვირვებულნი ვართ, რატო ყიდულობენ მიწას უცხოელებოი. საკუთარ შვილს ნორმალური ადამიანი არ გაყიდის, ასევე ვერ უნდა გაყიდოს თავისი მარჩენალი მიწა. მაგრამ სადღაა მიწის მოყვარული სოფლელები. სამაგიეროთ კი დაგვრჩა თავკომბალა 1500000 ქალაქი უმუშევარი ;ღამურებით;.
რამაზი
25 აპრილი 2013 14:02
ძალიან გთხოვთ დაწეროთ ფერეიდნელ ქართველებზე. რამდენი ქართველი ცხოვრობს ირანში, როგორ ცხოვრობენ, სურთ თუ არა საქართველოში დაბრუნება?
Gocha
25 აპრილი 2013 13:48
temida
შენ მგონი დაგავიწყდა როგორი სისატიკიდ უსწორდებოდა რუსეთი ქართულ მოსახლეობას აფხაზეთში და სამაჩაბლოში. როგორ ექცევიან ქართველებს რუსეთში.
არა რუსეთს
25 აპრილი 2013 13:46
temida
რა განსხვავებაა ვინ დაეპატრონება შენს მიწა-წყალს? რუსი, ირანელი, სომეხი, ოსი თუ კიდევ ვიღაც? თუ ქართველებს მოუწყობენ ეთნოწმენდას, გენოციდს, დაამცირებენ, ისტორიას გაუყალბებენ..... ასეთი არავინ მინდა. რუსიც იგივე მტერია რაც ადრე გვყავდა სპარსელებისა და თურქების სახით.
არჩილ ჯგერენაია
25 აპრილი 2013 13:36
ძაან მაინტერესებს ფერეიდნელი ქართველები თუ სახლდებიან საქართველოში და აქვთ თუ არა ამის სურვილი? თუ მარტო სპარსელები ჩამოდიან?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები