პრეზიდენტის მზარეული და... სხვები
22-04-2013
პრეზიდენტის მზარეული და... სხვები
გასულ კვირას "ქართული ოცნების" კოალიციის წევრებმა - ირინე იმერლიშვილმა და დავით საგანელიძემ გამოაქვეყნეს აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან არამიზნობრივი ხარჯების შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის პირადი სარგებლობისთვის ბიუჯეტიდან რამდენიმე მლნ ლარია დახარჯული. ამ ფაქტს გამოეხმაურა მსოფლიო პრესა:

დეპუტატები რატომღაც განსაკუთრებით აღაშფოთა სააკაშვილის პირად მზარეულზე გამოყოფილმა თანხებმა. ესპანეთიდან საქართველოში ჩამოყვანილ მზარეულს, გარდა იმისა, რომ ხაზინიდან ყოველთვიურად 25 ათასი ლარი (15 ათას დოლარზე მეტი) ეძლეოდა, მის
თარჯიმანზე, რომელიც უცხოელ შეფ-მზარეულს უხსნიდა, თუ რომელი კერძი ესიამოვნებოდა იმ დღეს პრეზიდენტს, წლის მანძილზე ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. თანაც, მზარეული ისე საგულდაგულოდ კვებავდა სააკაშვილს, რომ მალე პროფესიული დიეტოლოგების დახმარება დასჭირდა - 2010 წლის ოქტომბერში თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად, გასახდომი კურსი გაიარა ძვირად ღირებულ ავსტრიულ
კურორტზე, რაც 115 ათასი ლარი დაჯდა.

პარლამენტარებმა სახელმწიფო ხარჯზე პრეზიდენტის დასვენებაც გაიხსენეს, "სააკაშვილი და მისი მეგობრები დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიციიდან წელს ერთმანეთს დუბაიში შეხვდნენ, სადაც მათი მოლხენა-დროს ტარებისთვის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან 240 ათასი ლარი გამოიყო", - განაცხადა იმერლიშვილმა. ამ ფონზე საქართველოს "გამპიარებელი" ჟურნალისტების მომსახურება ხაზინას გროშები დაუჯდა. მაგალითად, პარლამენტარებისვე განცხადებით, თურმე ჟურნალისტმა ქსენია სოკოლოვამ, რომელმაც 2010 წელს სააკაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, ძღვნად 3 ათას ლარად ღირებული ყელსაბამი და 69-ლარიანი პატარა ოქროს ლომი მიიღო, ხოლო უკრაინელმა მომღერალმა ივანა მილაიმ - კარგი მობილური ტელეფონი. მიხეილ სააკაშვილი თავის ხარჯებში საძრახისს ვერაფერს ხედავდა. "დამისახელონ, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი არ დადის ვიზიტებით და თან არ დაჰყავს პარლამენტის, მთავრობის და ოჯახის წევრები, არ ეპატიჟება სტუმარ ჟურნალისტებს თავისი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის? ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, საიდან მოვიდოდა ინვესტიცია საქართველოში? ყველაფერმა ამან მილიონობით ინვესტიციები მოგვიტანა... რა, არ უნდა მივიღოთ სტუმრები უმაღლეს დონეზე?" - აღშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტი...

ესპანური საინფორმაციო გამოშვება EFE წერს, რომ ბასკური წარმომავლობის მზარეული სერხიო კალდერონი პრეზიდენტის მზარეულის თანამდებობიდან წლის დასაწყისში გაათავისუფლეს; ამჟამად ბათუმში რესტორნის მეპატრონეა.

"მოსკოვსკი კომსომოლეცი", რუსეთი
david bobohia (ЦЕНДИХ)
24 აპრილი 2013 21:44
ქართველი კაცი ყველაფრით უნდა იყოს გამორჩეული,ქვეყნის მართვით და ქალების გართობით.
maxo
23 აპრილი 2013 17:58
ზოგი 30 კილო ჯართის გულისათვის წლობით ჩვენს უსაშინლეს ციხეს ხეხავდა. ის კრიმინალია და მილიონობით დოლარის ნაგლად აღება ქვეყნის ბიუჯეტიდან კრიმინალი არაა?
tamaz
22 აპრილი 2013 19:41
იმაზე რას იტყვის მიშიკო, მაგისი საჩუქრები რატომღაც უმეტესწილად ახალგაზრდა, ლამაზ, სექსუალურ გოგოებს რომ ხვდებოდა? :)

რედაქტორის რჩევით