დაგ ბენდოუ - ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე
დაგ ბენდოუ - ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე
საქართველოს სახიფათო სვლა ნატო-სკენ, - ამ სათაური აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The National Interest რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩევლის, დაგ ბენდოუს სტატიას.

 

”თბილისის სურვილი, დიდ საერთაშორისო ძალას მიეკედლოს, ადვილად გასაგებია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ვალდებულია მას ეს სამსახური გაუწიოს. ალიანსის მიზანი, ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, საქართველოს ნატოში მიღება კი ამას სრულიადაც არ წაადგება. ვაშინგტონმა დაასრულა გარანტიების მიცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვის დაქვემდებარებაში იყო ცივი ომის დროს და მანამდეც"”- აცხადებს ვეტერანი

ამერიკელი დიპლომატი.

”ნატოს გაფართოების შეუქცეველი პროცესი ყოველთვის იწვევდა რუსეთის უკმაყოფილებას, თუმცა ომის საფრთხე რეალურად არასოდეს დამდგარა. რუსეთი მძიმე, უსიამოვნო მოთამაშეა, მაგრამ ის არ დაიწყებს ომს ყოფილ სახელმწიფოებთან. მოსკოვს ამისთვის არც ნება ეყოფა და არც შესაძლებლობა ისევე, როგორც რაიმე მიზეზი. საქართველო კი ამ კუთხით მკაფიო გამონაკლისია. თბილისმა

საკუთარ გზას გადაუხვია, რუსეთის ინტერესების ისტორიულ რეგიონში დასავლეთის ავანპოსტი რომ გამხდარიყო. ბალტიის ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომელთაც ევროპასთან ურთიერთობის რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია ჰქონდათ, საქართველო პრაქტიკულად ამერიკას ისეთ მოედანზე იწვევდა, რომელზეც ვაშიგნტონს მანამდე არასდროს უთამაშია. შესაბამისად, მოსკოვის უკმაყოფილება პროგნოზირებადიც იყო და ექსტრემალურიც. გარდა ამისა, სააკაშვილის ქმედება უგუნურობა იყო, ნატო-ს ფორმალური გარანტიების უქონლობის შემთხვევაშიც. მოსკოვს შესაძლოა, ჰქონდა კონფლიქტის დაწყების სურვილი და მზადაც იყო უპირატესობის მოსაპოვებლად, თუმცა სროლა თბილისმა დაიწყო, ასეთი მთავრობა კი საიმედო მოკავშირე ვერ იქნება.”  - ასკვნის ბენდოუ.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად დასავლეთის რჩეულის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიძულვილისა, ახალი პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილის მსგავსად, კვლავ ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ ნატო-დან უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს. "საქართველომ ხმაურიანი დაბადება გადაიტანა ორი ათეული წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს. 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შედეგად სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა დაამხო. დასავლეთში განათლებამიღებული სააკაშვილი აშშ-ისა და ევროპას დახმარების თვალით შესცქეროდა, თუმცა მარტო აღმოჩნდა 2008 წელს, როცა რუსეთთან ომი დაიწყო და წააგო", - წერს დუგლას ბენდოუ.


ბუშის ადმინისტრაცია ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში. თუმცა, - წერს დუგლან ბენდოუ, - ალიანსის წამყვანი ევროპელი ლიდერები ნაკლებად იყვნენ განწყობილნი, წინ აღდგომოდნენ ბირთვული იარაღით შეიარაღებულ რუსეთს სასაზღვრო დავისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელისთვის, თუმცა უმნიშვნელო – ევროპისთვის. 2008 წლის კონფლიქტმა გაამართლა მათი პოზიცია. მიუხედავად ამისა, ბუშის ადმინისტრაცია აგრძელებდა ზეწოლას საქართველოს ნატო-ში მიღებაზე. ასევე ობამას ადმინისტრაციაც, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით.

"საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, მაკედონია და მონტენეგროსთან ერთად, ნატო-ში გაწევრიანების პირველი პრეტენდენტია. მიუხედავად, ნატო-ს წარმომადგენლების განცხადებისა, რომ ალიანსში საქართველოში გაწევრიანების მოწინააღმდეგენი უკან იხევენ, ნატო-ს ზოგიერთი წევრი მაინც ნეგატიურად განწყობილი რჩება, მათ შორის გერმანია. თუმცა, ნატო და საქართველო ისე აგრძელებენ მოქმედებას, თითქოს პასუხი "დიახ" გარდაუვალია", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

”არადა - კიდევ ერთხელ იმეორებს ამერიკელი დიპლომატი - ნატო-მ აშშ-ის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. თბილისსა და აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მორიგ შეტაკებას შესაძლოა, რუსეთის ჩართვა მოჰყვეს, რაც თავის მხრივ, ნატო-სა და რუსეთის დაპირისპირების წინაპირობა შეიძლება გახდეს. შედეგი კი, შესაძლოა ომი იყოს, რისთვისაც თავის არიდება დასავლეთმა ცივი ომის დროს ძლივს შეძლო. ნატო-ს, რომელშიც დომინანტი აშშ-ია, შენარჩუნების ცხადი მიზეზი არ არსებობს. ევროპელებს ამერიკელებზე მაღალი მშპ და მეტი მოსახლეობა ჰყავთ, რუსებზე კი სამჯერ მეტი მოსახლეობა და ათჯერ მაღალი მშპ აქვთ. ევროპელებმა თავიანთ უსაფრთხოებას თვითონ უნდა მიხედოს. თუ ალიანსს რაიმე ღირებულება აქვს, ეს ომისთვის ხელის შეშლაა. საქართველოს ალიანსში გაწევრიანება კონფლიქტს კიდევ უფრო შესაძლებელს გახსნის. ამიტომ ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა ნატო-შო საქართველოს გაწევრიანებაზე", - წერს სტატიის ავტორი.

ბორისი ცეცხლს ეთამაშები არ დაიწვა
28 აპრილი 2013 02:26
ვერ ეღრსებით მაგ დღეს საქართველო ეუროპის ნაწილია და არა საბომჟეთის. ოცნებას კი უნდა ამერიკამ ეგ უთხრას მაგრამ არ გამოუვათ ეს პუბლიკაცია ოცნების ამერიკელი ლობისტების შეკვეთილია ბორისი ცეცხლს ეთამაშები არ დაიწვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?