Fox News - 15 ათასი წლის წინ ევროპელები და აზიელები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი საქართველოა
Fox News - 15 ათასი წლის წინ ევროპელები და აზიელები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი საქართველოა
15 ათასი წლის წინ ევროპელი და აზიელი ადამიანების წინაპრები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი, სავარაუდოდ, კავკასია, კერძოდ კი ახლანდელი საქართველოა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დასავლელი მეცნიერები. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ზე დაყრდნობით.
"ჩვენ შეგვიძლია ენის კვალს 15 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება", - განაცხადა კვლევის თანაავტორმა მარკ პეგელმა, რედინგის უნივერსიტეტის ბიოლოგმა.
თუმცა, ყველა ლინგვისტი არ
ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ და ცდილობენ საპირისპიროს დამტკიცებას. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ენის ფესვების კვალს 3 000-დან 4 ათასამდე წლის წინ მივყავართ.
მარკ პეგელის მოსაზრებით, 23 სიტყვა, მათ შორის "მე", "შენ", "დედა", "კაცი", "ცეცხლი" და "ხელი", არ არის გამორიცხული ისევე ჟღერდეს, როგორც
15 ათასი წლის წინ.
მექსიკის უნივერსისტეტის ლინგვისტი უილიამ კროფტი კი მიიჩნევს, რომ კვლევა ასევე უშვებს იმის შესაძლებლობას, მეცნიერებმა გააერთიანონ ლინგვისტური მონაცემები არქეოლოგიასთან და ანთროპოლოგიასთან კაცობრიობის პრეისტორიის მოყოლის მიზნით. ასე მაგალითად, უძველესი მიგრანტებისა და ადამიანთა შორის კონტაქტის ხელახლა აღდგენით.
Nata Jincharadze
18 მაისი 2013 22:31
''ქართველი
16 მაისი 2013 10:56
ჩემი წინა კომენტარიდან გამომდინარე, ვფიქრობ ამიტომაც ქვეყნდება და სააშკაროზე გამოდის ქართული ენის, ყველა ენების აკვანად მიჩნევა წარსულში...დარწმუნებული ვარ ნელ-ნელა ბევრ რამეს ფარდა აეხდება...
არსებობს ერთი მრავალსერიანი ფილმი "Merlin(2008)", ამ ფილმის ერთ-ერთ სერიაში, ერთ-ერთი ჯადოსანი, წიგნებში ეძებს, ძალიან რთული ჯადოს მოხსნას... წააწყდა ერთ ნაწერს, რომელიც ვერავინ ვერ გაშიფრა , რადგან უძველეს და ამოუცნობელ ენას ეკუთვნოდა....ეს შიფრი ეკრანზე კარგად ჩანს... და ჰოი საოცრებავ!...ეს არის ქართული... საინტერესოა საიდან აქვს ამ ფილმის რეჟისორს ეს იდეა, რა წყაროებიდან...აბა გამოიკვლიეთ... იქნებ მივაგნოთ ქართველების და ქართული ენის დიდ საიდუმლოს!'' ჩემს მერლინს მეც ვუყურებ და ვერ წარმოიდგენთ ეს ჩემთვის რას ნიშნავს.თავიდან რომ ვნახე ვერ ვიჯერებდი ეხლაც გიჟს ვგავარ და მეც ეგ კითხვა დამებადა! თქვენც უყურებთ?^^
ქართველი
16 მაისი 2013 10:56
ჩემი წინა კომენტარიდან გამომდინარე, ვფიქრობ ამიტომაც ქვეყნდება და სააშკაროზე გამოდის ქართული ენის, ყველა ენების აკვანად მიჩნევა წარსულში...დარწმუნებული ვარ ნელ-ნელა ბევრ რამეს ფარდა აეხდება...
არსებობს ერთი მრავალსერიანი ფილმი "Merlin(2008)", ამ ფილმის ერთ-ერთ სერიაში, ერთ-ერთი ჯადოსანი, წიგნებში ეძებს, ძალიან რთული ჯადოს მოხსნას... წააწყდა ერთ ნაწერს, რომელიც ვერავინ ვერ გაშიფრა , რადგან უძველეს და ამოუცნობელ ენას ეკუთვნოდა....ეს შიფრი ეკრანზე კარგად ჩანს... და ჰოი საოცრებავ!...ეს არის ქართული... საინტერესოა საიდან აქვს ამ ფილმის რეჟისორს ეს იდეა, რა წყაროებიდან...აბა გამოიკვლიეთ... იქნებ მივაგნოთ ქართველების და ქართული ენის დიდ საიდუმლოს!
ქართველი
16 მაისი 2013 10:41
ამ რამდენიმე წლის წინ, შემთხვევით, რაღაც ჯურნალი ჩამივარდა ხელში, იმ დროისათვის არც მაინტერესებდა რა იყო ... ამ ჟურნალში, პატარა სტატია იყო, ენათმეცნიერთა ერთ-ერთი მსოფლიო კონგრესის მუშაობის შედეგების შესახებ.
ამავე კონგრესზე იხილებოდა თუ მომავალში, მსოფლიო ენად,რომელი ენა იყო სავარაუდო...
დასახელებული იყო ჩინური, იაპონური, რუსული, არაბული და ქართული... ალბათ გეცინებათ... მაშინ მეც გამეცინა...ვიფიქრე,ვიღაცა მიქარავს რაღაცას, ან შეეშალა რაღაც...
სავარაუდოდ, ამ ენებიდან, ერთ-ერთის მსოფლიო ენად აღიარებას ასე ხსნიდნენ: ჩინელები, იაპონელები და მუსულმანური წარმოშობის ერები, ძალიან ბევრნი და ძალიან სწრაფად მზარდი ერია მაგრამ, პრობლემად მიიჩნევდნენ ამ ენების დამწერლობასა და მეტყველებას შორის შეუსაბამობას და წარმოთქმის სირთულეს. ქართული ენის, მსოფლიო სალაპარაკო ენად აღიარების ალბათობა ახსნილი იყო, მისი სიმარტივით, რამდენი ბგერაც წარმოითქმება ადამიანის მიერ, იმდენი ასოც იწერება ე.ი. არ არსებობს სხვა ენებისთვის დამახასიათებელი ასოთა დამატებითი ნიშნები.
მე თავად ქართველს ანეკტოტი მეგონა ასეთი რამის წაკითხვა და მართლაც გადავივიწყე ეს წაკითხული... მერე და მერე საინფორმაციო საშუალებებში, შიგადაშიგ იწერებოდა რომ,სამომავლოდ, მსოფლიოს საერთო სალაპარაკო ენად, ჩინური ენა იქნებოდა...
ბევრჯერ ვიხსენებ ამ 10-15 წლის წინ წაკითხულ პატარა სტატიას და ჩემს თავს ვეკითხები, აქედან ხომ არ აგორდა ქართველების გენოციდი...თანაც ძალიან გააზრებულად...ქართველი რომ დაამარცხო და გაანადგურო, უნდა წაართვა: ენა, მამული და სარწმუნოება...
განა ასე არ არის?!?,
-ქართული ენა უარყოფილია საქართველოში(უპირატესობა ენიჭება ინგლისურს),
-მამულები გაყიდულია და კვლავაც იყიდება უცხო ერის წარმომადგენლებზე, ისევე ქართველების ხელისშეწყობით და
-სარწმუნოებასაც, ნელ-ნელა განდევნას უპირებენ მეჩეთების აშენებით საქართველოს ტერიტორიებზე...

ყველას, ვისაც კომენტარის გაკეთება გსურთ!
მე არა ვარ ენათმეცნიერი და არც იმ კონგრესზე ნამყოფი. გავიხსენე მხოლოდ ის რაც, დიდი ხნის წინათ ჟურნალში წავიკითხე, ისიც კი არ მახსოვს რა ჟურნალი იყო...და პარალელი გავავლე საქართველოში არსებულ დღევანდელ მოვლენებსა და მდგომარეობასთან...

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები