”ბიბისი” ქართულ ”გეი აღლუმზე” წერს - კვირის პალიტრა

”ბიბისი” ქართულ ”გეი აღლუმზე” წერს

თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის დაშლას უცხოური მედიაც ეხმაურება. ტელეკომპანია "ბიბისი" ავრცელებს სარა ბერმანის სიუჟეტს დღევანდელი აქციის დარბევის შესახებ.

როგორც სიუჟეტის ავტორი ამბობს, საქართველოში დაგეგმილი გეი აღლუმი მას შემდეგ გადაიდო, რა დემონსტრანტებმა, მათ შორის ორთოდოქსმა მღვდლებმა, ღონისძიება ჩაშალეს.

"რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თბილისში აქციის გამართვას, მიუხედავად უსაფრთხოების ძლიერი ზომებისა, პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ჰომოსექსუალიზმი ეწინააღმდეგება საქართველოს ქრისტიანულ ტრადიციებსა და ფასეულობებს", - ნათქვამია "ბიბისის" სიუჟეტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც.