საპრეზიდენტო მარათონი დაიწყო
20-05-2013
მართალია, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებებით, ახალი პრეზიდენტის ძალაუფლება მეტად შემცირდება და მთავრობას გადაეცემა, უმაღლესი პოსტის დასაკავებლად მაინც ბევრი აპირებს ბრძოლას.. მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", თავის კანდიდატად ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა კი მხოლოდ ერთ კანდიდატს უნდა, მაგრამ შანსი ნაკლებად აქვს...

მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურება და არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს, თუმცა მოკრძალებით შესთავაზა ხელისუფლებას - მზად ვარ, ახალი ლიდერის მრჩეველი გავხდეო. საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად
მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ჯერ "ხალხის რეალური მხარდაჭერის" დაბევება უნდა. 2004-2005 წლებში იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურობდა. თავის დამსახურებად მიიჩნევს რუსეთის ხელმძღვანელობასთან წარმატებულ მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც მოსკოვმა საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზები გაიყვანა.

საბოლოოდ პრემიერ-მინისტრმა სხვა კანდიდატი დაასახელა - განათლების
მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. "გიორგი მარგველაშვილი საუკეთესო თვისებებით ჭარბად არის დაჯილდოებული. ის კარგი პრეზიდენტი იქნება. როდესაც ძალიან მიჭირს, ყოველთვის გიორგის ვუხმობ", - განაცხადა ივანიშვილმა. სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავისი კანდიდატის წარდგენას ამერიკული ყაიდით, პრაიმერის შემდეგ აპირებს. მასში მონაწილეობას აპირებენ: პარლამენტის ექსსპიკერი დავით ბაქრაძე, ინტეგრაციისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები - გიორგი ბარამიძე და ვანო მერაბიშვილი. სოციოლოგები პრაიმერში ფსონს ბაქრაძეზე დებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ ბანაკიდან ნებისმიერი კანდიდატი ფინიშამდე უკეთეს შემთხვევაში მესამე მივა. მარათონში ჩართვას აპირებს "დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოც". მისი კანდიდატი იქნება ექსსპიკერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის მომხრეა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის წრეში პრორუსული განწყობაა. ივანიშვილი თავად უბიძგებს ბურჯანაძეს აქტიურობისკენ, რათა ამით აიცდინოს ბრალდებები საკუთარი პრორუსული პოზიციების თაობაზე. დარჩიაშვილის წინასწარმეტყველებით, თუ ბურჯანაძე აქტიურ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს, "ქართულ ოცნებას" ხმებს წაართმევს. ივანიშვილს ეს კარგად ესმის და უნდა, რომ პრეზიდენტი სუსტი და მასზე დამოკიდებული იყოს.

"იზვესტია", რუსეთი
იბეჭდება მცირედი შემოკლებით
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით