მსოფლიო მედია 17 მაისის აქციის შესახებ
20-05-2013
მსოფლიო მედია 17 მაისის აქციის შესახებ
17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში განვითარებული მოვლენები უცხოური მედიის მთავარ თემად იქცა. მსოფლიოს თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა ეხმაურება რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის დაშლას.

"საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე დრამატულად დასრულდა. აქციის მონაწილეები მღვდლებმა და რელიგიურ და ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა დემონსტრანტებმა დაარბიეს," - წერს Euronews-ი და ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციამ გაჭირვებით, მაგრამ შეძლო ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა მშვიდობიანად გაყვანა.

"საქართველოს ძალიან უნდა ევროკავშირში გაწევრება. თუმცა შესაძლოა, ეს ვერ
განხორციელდეს, თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სექსუალური უმცირესობების უფლებას - უსაფრთხოდ გამართონ დემონსტრაცია", - აცხადებს BBC. "ეს არ იყო უბრალოდ მემარჯვენე ექსტრემისტთა ბრბო. ესენი ჩვეულებრივი ქართველები იყვნენ:  ერთობ პატივსაცემი მოხუცი ქალბატონები, ასაკოვანი მამაკაცები
და კარგად ჩაცმული ახალგაზრდები. მათ მღვდლები მიუძღოდნენ. გაშმაგებულმა ხალხმა ადვილად გაარღვია პოლიციის კორდონი და ქვები დაუშინა იმ ავტობუსს, რომელშიც ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები ისხდნენ", - წერს '''BBC-ის კორესპონდენტი დემიენ მაკგინესი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაცია შარშანაც დაარბიეს.

"დემონსტრაციამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობებს იგივე უფლებები აქვთ, რაც სოციალური ფენების სხვა წარმომადგენლებს და რომ საზოგადოება ამას "თანდათანობით მიეჩვევა". თუმცა, თუ თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, ეს ერთობ შორეული პერსპექტივაა", - წერს ამერიკული Foreign Policy
.
Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯას ურჩევს. ასეთი ქმედებების დაუსჯელობა "საქართველოსთვის სახიფათო ტენდენცია იქნება", - წერს ღეუტერ-ი, რომელიც ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ აქციის დარბევის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები და ჟურნალისტები.

"საქართველო ერთ-ერთია იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც კანონით კრძალავს ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციას. მიუხედავად ამისა, ჰომოსექსუალები ხშირად ხდებიან ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნი", - აღნიშნავს ბრიტანული Daily Mail-ი.

mar
24 მაისი 2013 23:08
"არა თეოკრატიას"? თეო ნიშნავს ღმერთს კრატია ძალაუფლებას. არა უფლის მეუფებას, აბა რას?" ცოდვის მეუფებას გაუმარჯოს ?!
wacho
24 მაისი 2013 20:21
მე მესმის რომ ქართველებს გეები არ გვიყვარს მაგრამ ნუთუ ვერ ვხვდებით რომ ეს რელიგია არაა და მის პოპულარისაციას არავითარი დიდი მნიშვნელობა არა აქვს მათი რაოდენობის ზრდისა თუ კლებისთვის,გეი ასეთად იბადება და მას გინებითა და ტაბურეტკის რტყმევით ვერ შეცვლი. ამ ხალხის დარბევამ ცუდის მეტი არაფერი არ მოიტანა. მათ შესახებ 17 მაისამდე ბევრად უპრო ნაკლებმა ადამიანმა იცოდა ვიდრე 17 მაისის შემდეგ მხოლოდ იმის გამო ეს აქცია დარბეულ იქნა.
tite
23 მაისი 2013 15:49
ვერ ვიგუებთ ქართველები გეებს ვერაააა, არ ვაპარპაშებთ, ზეიმებს და აღლუმებს არ მოვაწყობინებთ ! ვისაც რა უნდა ის თქვას, სანამ საქართველო არსებობს ეს არ მოხდება, მერე კი წყალს წაუღია ყველაფერი , მე ჩემი საქართველო მინდა ჯანსაღი და მართლმადიდებელი, როგორიც აქამდე მოიტანეს წინაპრებმა!

რედაქტორის რჩევით