ვილფრედ მარტენსი: გაკვირვებული და ღრმად შეშფოთებული ვარ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაპატიმრებით
ვილფრედ მარტენსი: გაკვირვებული და ღრმად შეშფოთებული ვარ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაპატიმრებით
"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი ღრმა შეშფოთებასა და გაკვირვებას გამოხატავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის, ასევე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, კახეთის ამჟამინდელი რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების გამო. ამის თაობაზე განცხადებას პარტიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"გაკვირვებული და ღრმად შეშფოთებული ვარ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებით. ეს დაკავებები ძალიან სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რამეთუ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ოპოზიციური პარტიის
ლიდერი ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური კანდიდატია. ოპოზიციის დანაწევრებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. ასე რომ, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეაფასებს მთელ საარჩევნო პროცესს. რა თქმა უნდა, მაქვს მოლლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილისა და სხვა დაკავებულთა ძირითადი უფლებები სრულად იქნება
გარანტირებული ქვეყანაში, რომელსაც სურს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს შეუერთდეს. მოვუწოდებ ევროკომისიისა და სხვა ევროპული ინტუტუციების ყველა შესაბამის ხელმძღვანელობას, მჭიდროდ დააკვირდეს და საფუძვლიანად შეაფასოს სასამართლო პროცესი; რა თქმა უნდა, "ევროპის სახალხო პარტია" იგივეს გააკათებს.

იხილეთ სრულად:
”ინტერპრესნიუსი”
tvalsazrisi
27 მაისი 2013 14:11
ეწვით ერთი ადგილი, რადგან ვანომ და მიშამ შესაძლოა პირი მოაღონ და ეგენიც(წამქეზებელ-შემკვეთ-მოქრთამულები) გვერდით მოისვან!

ერთი ევროპაში მოხდარ დანაშაულებზე ამოეღოთ ხმა და კარგ ჩიტს დაიჭერდნენ.
საქართველო რა, მათი ახირებების მარიონეტია?
ნურას უკაცრავააააააააააააააააააააააად!!!!!!!!!!!!!!!
kaxeli
24 მაისი 2013 12:03
მუსიო მარტენს.
წადით თქვენი...
tite
24 მაისი 2013 10:49
ის რომ ამდენი წლის განმავლობასი ნაცმოძრაობამ უამრავი ქართული ოჯახი გაანადგურა არაფერია? ოღონდ ფული მიედინებოდეს საქართველოდან ევროპისკენ და ვილჰელმისნაირ მექრთამეებს სულაც არ აწუხებთ ჩვენი ბედი, ასე რომ ჩვენც ნუ შევშფოთდებით ფერებში ვერგარკვეული ევროპიელების კომენტარებზე!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები