ვილფრედ მარტენსი: გაკვირვებული და ღრმად შეშფოთებული ვარ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაპატიმრებით - კვირის პალიტრა

ვილფრედ მარტენსი: გაკვირვებული და ღრმად შეშფოთებული ვარ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაპატიმრებით

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი ღრმა შეშფოთებასა და გაკვირვებას გამოხატავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის, ასევე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, კახეთის ამჟამინდელი რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების გამო. ამის თაობაზე განცხადებას პარტიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"გაკვირვებული და ღრმად შეშფოთებული ვარ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებით. ეს დაკავებები ძალიან სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რამეთუ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური კანდიდატია. ოპოზიციის დანაწევრებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. ასე რომ, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეაფასებს მთელ საარჩევნო პროცესს. რა თქმა უნდა, მაქვს მოლლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილისა და სხვა დაკავებულთა ძირითადი უფლებები სრულად იქნება გარანტირებული ქვეყანაში, რომელსაც სურს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს შეუერთდეს. მოვუწოდებ ევროკომისიისა და სხვა ევროპული ინტუტუციების ყველა შესაბამის ხელმძღვანელობას, მჭიდროდ დააკვირდეს და საფუძვლიანად შეაფასოს სასამართლო პროცესი; რა თქმა უნდა, "ევროპის სახალხო პარტია" იგივეს გააკათებს.

იხილეთ სრულად:

”ინტერპრესნიუსი”