სენატშიც შეშფოთდნენ... - კვირის პალიტრა

სენატშიც შეშფოთდნენ...

აშშ-ის ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. "ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ამჟამინდელი ლიდერის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებით ისევე, როგორც შარშანდელი არჩევნების შემდეგ 100-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებით. მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არ იყო საჭირო და ხელისუფლების მცდელობა - გაესამართლებინა იგი საზოგადოებრივი აზრის სასამართლოში და არა სასამართლო სისტემის გზით, ამ დაკავების მოტივების გარშემო კითხვებს ბადებს... მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენოს მსგავსი ტაქტიკა ოპოზიციის შესავიწროებლად. "თუ ასეთი ქმედებები გაგრძელდება, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოს მთავრობის ერთგულება დემოკრატიული სტანდარტების მიმართ, რაც შეაფერხებს ქვეყნის ტრანსატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას"", - აცხადებს ფლორიდელი სენატორი.

რუბიო 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.