სენატშიც შეშფოთდნენ...
სენატშიც შეშფოთდნენ...
აშშ-ის ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. "ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ამჟამინდელი ლიდერის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებით ისევე, როგორც შარშანდელი არჩევნების შემდეგ 100-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებით. მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არ იყო საჭირო და ხელისუფლების მცდელობა - გაესამართლებინა იგი საზოგადოებრივი აზრის სასამართლოში და არა სასამართლო სისტემის გზით, ამ დაკავების მოტივების გარშემო კითხვებს ბადებს... მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან
დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენოს მსგავსი ტაქტიკა ოპოზიციის შესავიწროებლად. "თუ ასეთი ქმედებები გაგრძელდება, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოს მთავრობის ერთგულება დემოკრატიული სტანდარტების მიმართ, რაც შეაფერხებს ქვეყნის ტრანსატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას"", - აცხადებს ფლორიდელი სენატორი.

რუბიო 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.
merabi
07 ივნისი 2013 15:22
ვაახ კაცოოოო (და არა ვაუ!!!) ესენი სულ შფოთავენ. დარწმუნებული ვარ ოფლიანებს ეღვიძებათ. ამდენი შეშფოთება გაწყენთ იცოდეთ.
აფსუა
03 ივნისი 2013 07:36
იარეთ ქოცებო ნანა კაკაბაძის, ეკა ბოსელიას, თინა ხიდაშელის ჭკუაზე--ამათ ვინ კითხავს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები