ევროკავშირში იმედოვნებენ...
27-05-2013
ევროკავშირში იმედოვნებენ...
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქეთრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე, იმედოვნებენ, რომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ მართლმსაჯულება მიუკერძოებლად განხორციელდება და პოლიტიკურად მოტივირებული არ იქნება. - ნათქვამია ევროკომისრების ერთობლივ განცხადებაში.

"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი და ევროკომისარი შტეფან ფულე ყურადღებით ეკიდებიან ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, კახეთში პრეზიდენტის
რწმუნებულის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების შესახებ. ევროკავშირი გულდასმით დააკვირდება მათ მიმართ სამართალწარმოების პროცესს და მოელის, რომ ის სამართლიანად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება. იმედი გვაქვს, ამ საქმეებზე, ისევე როგორც ყველა სხვა საქმეზე, მართლმსაჯულება მიუკერძოებლად განხორციელდება," - აღნიშნულია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით