"საქართველოს კანონის უფრო მტკიცე უზენაესობა სჭირდება და არა პოლიტიკური რევანში"
27-05-2013
"საქართველოს კანონის უფრო მტკიცე უზენაესობა სჭირდება და არა პოლიტიკური რევანში"
ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Financial Times-ი, სადაც ლაპარაკია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაზე. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ქართული დემოკრატია ქვეყნის მილიარდერი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობისას კიდევ უფრო მყიფედ გამოიყურება.

შარშანდელ არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ივანიშვილის მეტოქისა და "ვარდების რევოლუციის" ლიდერ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ათობით წევრი დააკავეს. ამ კვირაში კი სააკაშვილის მოკავშირე და ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს. სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ოქტომბრამდე რჩება, უკმაყოფილებას ვერ
მალავს და პარალელებს ავლებს უკრაინასთან, სადაც პოლიტიკური მოტივით ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო ციხეში გამოკეტეს.

ყველაფერი ეს დამაფიქრებელია. ივანიშვილის მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ დასავლეთის მზერა მისკენ არის მიმართული, თუმცა დასავლეთში ჯერაც აქვთ იმედი, რომ საქართველო არ გადაუხვევს დემოკრატიის გზას.

"სააკაშვილის მთავრობამ ბევრი ძირეული რეფორმა გაატარა. დასავლეთის
მტკიცე მხარდაჭერით გულმოცემული, რევოლუციურ ტალღაზე მყოფი მისი მთავრობა საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებდა, უსწორდებოდა პოლიტიკურ პარტიებს, ხალხს თანამდებობებზე ნაცნობობით ნიშნავდა". ბევრი ქართველის განცხადებით, მათი ქონება ყოფილი მთავრობის წევრებმა მიიტაცეს.

ივანიშვილის გამარჯვების მთავარი ფაქტორი იყო ხალხის სურვილი, რომელიც მაღალჩინოსანთა გასამართლებას მოითხოვდა. "ახლა ის ამ ვალდებულებების შესრულების წნეხის ქვეშაა. თუმცა, კანონის უზენაესობის განმტკიცება არ უნდა იყოს რევანშის საფარი. სამართლიანობა არ უნდა იყოს შერჩევითი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე კანონის დარღვევისთვის გაასამართლეს, ძირითადი სამიზნეები მაინც სააკაშვილის გარემოცვის წევრები არიან.
კარგი იქნებოდა, პროკურატურას გამოეძიებინა ყველა საქმე, რომლებიც ივანიშვილის პარტიის მიერ კამპანიის დაფინანსებისას დაშვებულ დარღვევებს ეხება, ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში, სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას, მის მხარდამჭერებზე თავდასხმაც. მერაბიშვილის სასამართლო კი საერთაშორისო ნორმებით უნდა წარიმართოს. ევროკავშირმა სწორად აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღსრულება უმაღლესი სტანდარტებით უნდა მოხდეს. თბილისს ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს, რომ მისი ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციის ამბიცია, რასაც ბიძინა ივანიშვილიც უჭერს მხარს, იმავე დაბრკოლებებს დაუპირისპირდება, რომელთა წინაშეც უკრაინა აღმოჩნდა, როდესაც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდა.

"ფაინენშელ ტაიმსი", დიდი ბრიტანეთი

იბეჭდება მცირედი შემოკლებით
kaxeli
28 მაისი 2013 07:28
სტატიის ავტორი ვინ აარის?
დარჩიაშვილი ალბათ, ხომ?
ჩიორა და წუგზარა ამდენს ნაღდად ვერ "გაქაჩავენ"
kirile
27 მაისი 2013 14:03
საინტერესოა, თქვენში კორუფციული გარიგებებისთვის არ იჭერენ ჩინოვნიკებს?!
იჭერენ, იჭერენ!
ხოლო ვანოზე (და სხვებზე)უფრო მძიმე დანაშაულების გამოქვეყნებას აწი ელოდეთ!

ასე რომ, მოეშვით რაღაც "პოლიტიკურ დევნებზე" დემაგოგობას!

რადენი დოლარი გადაგიხადეს ობშჩიაკიდან ნაცებმა აღშფოთებიოსთვის? :D

და კანონის უზენაესობა როგორ იმუშავებს, თუკი დამნაშავე არ იქნა დაჭერილი და დასჯილი?

ლოგიკა გღალატობთ თუ ნამუსი?

რედაქტორის რჩევით