10-06-2013
ინტერვიუ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ხელმძღვანელ ალექსანდრ დუგინთან."ჩვენ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევთ და მასთან ისე ვურთიერთობთ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან, რომელსაც სრული უფლება აქვს, მოახდინოს საკუთარი საზღვრების დემარკაცია. მეორე მხრივ, გულუბრყვილონი ნუ ვიქნებით და ნუ ვივარაუდებთ, რომ ამას ქართველები ან საერთაშორისო საზოგადოება ლეგალურად მიიჩნევენ.
ჩვენ, ჩემი აზრით, მივიღეთ ძალზე გადამჭრელი და ძალზე სწორი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ზნეობრივი თვალსაზრისით, გენოციდისგან ვიხსენით მთელი ერი; მეორე - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ევრაზიულ
ივანიშვილი პრაგმატული პოლიტიკოსია, ქართველი ნაციონალისტია. ყველა ამბობს, "მოსკოვის ხელიაო", თუმცა ასე არ არის. ის უბრალოდ ქართველი რაციონალური ნაციონალისტია, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით მოქმედებს და ესმის, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არა. სულაც არ არის პრორუსული პოლიტიკოსი, უფრო პროდასავლელია, მაგრამ რეალისტი. რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერი გამწვავება საქართველოს ზიანს მოუტანს. ივანიშვილს ეს არ სურს, რადგან ის თავისი ხალხის მეგობარია და არა მარიონეტი, რომელსაც დასავლური ფონდების ხარჯზე გააქვს თავი. ის ქართველი ქართველია, სააკაშვილი კი ამერიკელი ქართველი. აი, სულ ეს არის განსხვავება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსგავსი, ეროვნული ყაიდის გონიერ პოლიტიკოსებთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევძლებთ ავაშენოთ საკმაოდ თანამიმდევრული და გაუმჯობესებული ურთიერთობების სისტემა.
"გოლოს როსიი" რუსეთი
(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)
(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)