Al-Jazeera: საქართველოსთვის გადმოწეული მავთულხლართები ოკუპაციის ხაზია - კვირის პალიტრა

Al-Jazeera: საქართველოსთვის გადმოწეული მავთულხლართები ოკუპაციის ხაზია

“რუსეთის გადმოწეული საზღვრები ქართველების გაბრაზებას იწვევს”, - ამ სათაურით აქვეყნებს ტელეკომპანია “ალ-ჯაზირა” ნივ ბარკერის სიუჟეტს საქართველოზე.
როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რუსების მიერ საზღვრის გადმოწევამ და მავთულხლართების გაბმამ დაძაბულობა გაზარდოს ტერიტორიაზე, რომელიც ჯერაც კონფლიქტის ზონად ითვლება.
“დემარკაციის ხაზს იქით მოყვა ადგილობრივების ხეხილის ბაღები, სადაც ახლა რუსი ჯარისკაცები დგანან და უფლებას არ აძლევენ ბაღის პატრონებს მოსავალი აიღონ”, - აღნიშნავს ნივ ბარკერი და საზღვრის ხაზთან ახლოს მცხოვრები დიმიტრი გუგუტიშვილის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, ეს ბაღები მისი და მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.
სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ყველა თავის დასავლელ მოკავშირეს აფრთხილებს მომხდარის შე
სახებ და უცხოელი დამკვირვებლები მოიწვია, რათა მათ საკუთარი თვალით იხილონ “მცოცავი ანექსია”.
“რუსეთი კი აცხადებს, რომ ღობეები კანონიერად გადმოწია, რადგან მოსკოვმა ადმინისტრაციული კონტროლი დაამყარა ე.წ. სამხრეთ ოსეთზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მოსკოვი ამ რეგიონს ახალ ქვეყანად აღიარებს, თუმცა ამას მხარს მხოლოდ რუსეთის მოკავშირეები უჭერენ მხარს. საქართველოსთვის კი ეს რეგიონი ისევ მისი ტერიტორიაა და გადმოწეული მავთულხლართები ოკუპაციის ხაზია”, - აღნიშნავს ნივ ბარკერი.

თარგმნა მარეხ ჯავახიშვილმა