"ჩემი სურვილი და ოცნებაა, ისრაელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს"
"ჩემი სურვილი და ოცნებაა, ისრაელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს"
ამ სათაურით აქვეყნებს ებრაული გამოცემა Jerusalem Post-ი ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან

საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს  გამორჩეულად ნიჭიერი ერის, ებრაელი ხალხის მიმართ.

"პატივს ვცემ ნიჭიერ ხალხს. ისრაელმა, მსოფლიოს მასშტაბით, საუკუნეების წინ დაამტკიცა თავისი ნიჭიერება. სწორედ ეს არის ჩემი განსაკუთრებული სიყვარულის, მეგობრობისა და პატივისცემის მიზეზი. ქართველები და ებრაელები 26 საუკუნე ერთად ცხოვრობდნენ და ამ ხნის განმავლობაში მათ შორის უთანხმოების ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა. საქართველოში დღემდე არის ნოსტალგია
ებრაული დიასპორის მიმართ", - თქვა საქართველოს პრემიერმა და აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ისრაელის მცხოვრებლებმა საქართველოში ბიზნესი აწარმოონ, ხოლო ისრაელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდეს.

"ადრე სააკაშვილსაც ვურჩიე, მოეზიდა ებრაელი ბიზნესმენები, მაგრამ მან სულელური შეცდომა დაუშვა და გაურკვეველი მიზეზების გამო დააპატიმრა ებრაელი ბიზნესმენები.

ამ ნაბიჯით საქართველო-ისრაელის
განსაკუთრებული ურთიერთობები თითქმის გაანადგურა. ჩემი სურვილი და ოცნებაა, ისრაელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდეს. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ ებრაელი ბიზნესმენების მოსაზიდად, აღვადგენთ ყველა სინაგოგას, რათა მათ ისეთი პირობები ჰქონდეთ, როგორიც მანამდე... შესაძლოა, საქართველო ისრაელისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით არ იყოს საინტერესო და პირიქით, არც საქართველოსთვის იყოს ისრაელი ეკონომიკური ან პოლიტიკური თვალსაზრისით საინტერესო, თუმცა, ურთიერთობის აღდგენა ისრაელში მცხოვრები იმ ქართველი ებრაელებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომელთაც შეინარჩუნეს ქართული ენა, შვილებს ზრდიან ქართულად და უყვართ საქართველო".

ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად შარშან საქართველოში, ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმისა, ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში უსაფრთხოდ შეუძლიათ იგრძნონ თავი.

პრემიერ-მინისტრი ისრაელის გამოცემასთან საუბრისას ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში და განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან. "მიუხედავად ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ბრძოლისა, ეს არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ საქართველო ისლამის წინააღმდეგ იბრძვის. "ყველა ჩემს გამოსვლაში აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ისლამს, არც ისლამურ რწმენას, არც ავღანეთს. ჩვენ ექსტრემისტებს, ტერორისტებს ვებრძვით და ვგმობთ ტერორიზმს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ვექტორი არ შეცვლილა: - "ეს ჩემი და ქართველი ხალხის არჩევანია და ამას არაფერზე გავცვლით. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ურთიერთობა უნდა დავამყაროთ რუსეთთან, რაც არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ მივაღწევთ წარმატებას ამ საქმეში. დიდი მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ დროულად შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, ასევე რუსეთთან ურთიერთობას. მაგრამ ეს არ მოხდება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმის სანაცვლოდ".

"იერუსალიმ პოსტი", ისრაელი

იბეჭდება შემოკლებით
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები