BBC: ათი რამ საქართველოს შესახებ
08-07-2013
BBC: ათი რამ საქართველოს შესახებ
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ხშირად მოხვედრილა პრესის პირველ გვერდებზე მცდარი ნაბიჯების გამო. ომი, არასტაბილურობა, კორუფცია და სტალინი, თუმცა,  საქართველო სხვა მხრივ უფრო მნიშვნელოვანია, - ფიქრობს  BBC-ის კორესპონდენტი დეიმონ მაკგინესი და სტატიაში საქართველოსთვის დამახასიათებელი 10 ფაქტი მოჰყავს:

1. საქართველო ევროპაშია და არა აშშ-ში

საქართველოს დედაქალაქ თბილისის ამწვანებული ბულვარები პარიზს მოგაგონებთ, ინგლისურად მოლაპარაკე ახალგაზრდები კი ბერლინელ ""ჰიპსტერებს" ფორას მისცემენ.  ერთ-ერთი ვერსიით, კავკასიონის მთები ევროპასა და აზიას
მიჯნავს, მაშასადამე, საქართველოც ულაპარაკოდ ეკუთვნის აზიას, სხვა მოსაზრება კი კავკასიის მთელ რეგიონს და ცხადია, საქართველოსაც, მიაკუთვნებს ევროპას, რომლის ნაწილადაც მიიჩნევს თავს ქართველთა უმეტესობა. თუმცა სოფლებში სხვა ვითარებაა. თუ ეს ევროპაა, მაშინ ის უფრო მე-19 საუკუნის სიცილიას ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ევროპას.

2. ქვეყანას გეორგია არ ეწოდება

საკუთარ ქვეყანას ქართველები Georgia-ს კი არ უწოდებენ, არამედ Sakartvelo"-ს. ერთი ვარაუდით, "გეორგია" შუა საუკუნეებში აქ მოხვედრილი "წმინდა მიწისკენ" მიმავალი ჯვაროსნების შერქმეულია; მაშინ ქვეყანა სპარსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ამ მიწის მკვიდრთ ისინი გურჯ"-ებს ეძახდნენ. თანაც ეს ხალხი წმინდა გიორგის საკუთარ მფარველად მიიჩნევს  - გველეშაპთან მებრძოლი წმინდანის ოქროსფერი ქანდაკება თბილისის მთავარ მოედანზე დგას და ქალაქს ამაყად გადმოჰყურებს. 

3. სად არის ძია ჯო?

ძველმანების ნებისმიერ ბაზრობაზე აუცილებლად შემოგანათებთ ულვაშა  სახე. ქართული წარმოშობის საბჭოთა მმართველის - იოსებ სტალინის მინიქანდაკებები მისი გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგაც სარფიანად იყიდება. თუმცა ქვეყნის ყველაზე ცნობილ შვილს, "ძია ჯოს", ერთგვაროვნად როდი უყურებენ. ძველი თაობის ზოგი ქართველი ამაყობს, რომ პატარა საქართველომ შვა კაცი, ვინც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიაზე. თუმცა უფრო ახალგაზრდებისთვის იგი ტირანია, რომელმაც საკუთარი ხალხი გაჟლიტა.  

4. მაღალი მთები

რომელია ევროპაში უმაღლესი ქედი? ალპები? არა, ბატონო, კავკასიონი, რომელიც საქართველო-რუსეთს მიჯნავს. თუ  უმაღლესი მწვერვალი რუსეთის მხარესაა, საქართველოს მეორე ეკუთვნის - 5 193 მ სიმაღლის შხარა. ზევსმა პრომეთე არწივების საკორტნად სწორედ კავკასიონის ქედს მიაჯაჭვა. დღეს ის მთამსვლელთა საჯილდაო და მოთხილამურეთათვის თავგადასავლების ადგილია.

5. არქიტექტორის ოცნება


საქართველოში უხვადაა არქიტექტურის კოსმოსური ნიმუში. პარლამენტის ახალი შენობა - მინისა და ბეტონის უზარმაზარი ბუშტი გიგანტური ბაყაყის თვალივით გამოიყურება. პოლიციის ახალი, მინის გამჭვირვალე ნაგებობები დემოკრატიული გამჭვირვალობისკენ საქართველოს სწრაფვის სიმბოლოა. ამავდროულად, ქვეყნის გზების დიდი ნაწილი შავ დღეშია. უცხოელ სტუმრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მყვირალა პროექტებისათვის უპირატესობის მიკუთვნება შეუმჩნეველი არ დარჩენილა.  

6. ენის გასატეხი

ქართული ენა არც ერთ სხვა ენას არ ჰგავს, ის უძველეს, საკუთარ ლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნება, შეიცავს იშვიათ ბგერებს, რომელიც, შესაძლოა, ბევრ სტუმარს ადრე არც სმენია. ამასთანავე, ქართველებს 33 ასოსგან შემდგარი საკუთარი  ანბანი აქვთ. ერთი შეხედვით ასოები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. "კ" შეიძლება ადვილად გადაიქცეს "ვ"-დ ან "ფ"-დ. მაგრამ ქართული დამწერლობა ლამაზია, განსხვავებული, კოხტა ხვეულებით სრულიად შეესაბამება თავის ქვეყანას.

7. ფრთხილად იარე

საქართველოში მამაკაცები ხელკავით ან ხელიხელგადახვეულნი სეირნობენ. უცხოს ეპატიება, თუ ეს ჰომოსექსუალიზმისადმი შემწყნარებლობის ნიშანი ეგონება. თუმცა ნამდვილად ცდებიან. გამოკვლევების თანახმად, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა - ეს მაისში თბილისში ანტიგეიდემონსტრაციაზე გაცხადდა. ათიათასობით გაბრაზებული ადამიანი "გეებს ევროპაში წასვლისკენ მოუწოდებდა". 

8. ქართველები მეგობრული ხალხია

სტუმარი ღვთისააო, - ამბობენ საქართველოში. უცხოელებს პურმარილს უშლიან - ეს სასიამოვნო კი არის, მაგრამ აღნაგობისთვის ვერ არის კარგი. სიტყვა ""სადღეგრძელო"" ნებისმიერ სტუმარს აფრთხობს, ვისაც წინ სამუშაო აქვს. გარეთ გამოაქვთ ქართული თოფივით  ჭაჭა ან შინაური ღვინო და სასმისში წვეთი არ უნდა ჩატოვო. რაც უნდა ხელები ასავსავო - ხვალ დიდი გზა მაქვსო, არაფერი გაგივა, მეტიც, ღამის გასათევად ლოგინსაც გაგიშლიან.

9. სარწმუნოება დიდია

ბოლო დროს ბევრი ევროპული ერი სარწმუნოებას გაუგულგრილდა, საქართველოში კი მართლმადიდებლური ეკლესია აღზევების გზაზეა. თვალდათვალ გაიზარდა ეკლესიის მიმდევართა და პატივისმცემელთა რიცხვი. ქართველები დიდ პატივს ცემენ პატრიარქ ილია მეორეს. ეკლესია ქვეყანას დამოუკიდებლობის შემდეგ თვითმყოფადობის განმტკიცებაში ეხმარება. 

10. გარეთ ნუ გაიტან

საქართველოში ხალხი ირიბად უყურებს ხელისუფლებას. ნებისმიერი საქმის კეთებაში ოჯახსა და მეგობრებს ენდობიან. ჩემს "ბიძაშვილს შეუძლია ამის მოგვარება, - ხშირად გაიგონებთ რაიმე დაბრკოლებისას...

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი
samshobloze sheyvarebuli
24 ივლისი 2013 04:21
საბჭოთა კავშირი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დასავლეთს, სწორედ ამიტომააა გავრცელებული ვითომ ნაწირნასწარმეტყველევი ამერიკის ჩაძირვა :D რომელიც მალე მოხდება... და მსგავსი რამეები... რაც შეეხება ამ კაცის სტატიას იმედია სიმართლეა და არა ჟურნალისტის მიერ შეთხზული.. ამ კაცს კარგად აქვს ნაგები სტუმარ-მასპინძლის ტრადიცია :D
cicia
14 ივლისი 2013 01:46

დატიკო48-ს კომენტარზე იკაიფეთ რაააა :)))))
me
10 ივლისი 2013 11:21
>datiko48^ ამ ფანატიკოსის ბრძნულ კომენტარზე არ გაგეცინათ?

რედაქტორის რჩევით