საქართველო და რუსეთი: მინიშნებები და დათბობა - კვირის პალიტრა

საქართველო და რუსეთი: მინიშნებები და დათბობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 10 დეკემბერს, ბრიფინგზე, განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მზადაა რუსეთთან გახსნას საზღვარი და აღადგინოს საჰაერო მიმოსვლაო. წინადღეს კი რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თქვა, - არა მაქვს მიზეზი, საქართველო მიხურულ კარს მიღმა დარჩესო, თუმცა სააკაშვილთან უშუალო კონტაქტის შესაძლებლობა გამორიცხა.

მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს, რუსეთისგან განსხვავებით, არასდროს დაუდვია ემბარგო რუსეთის საქონელზე და არ შეუზღუდავს ქვეყანაში რიგითი რუსების შემოსვლა, მაგრამ 1-ელ დეკემბერს ორ რუს აკადემიკოსს თბილისის აეროპორტში უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე და მათ "ჯაშუშები" უწოდეს. თბილისი მიესალმებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და ქართული აგრარული საქონლისთვის რუსეთში შეტანის პროცედურის ლიბერალიზაციას.

თბილისმა და მოსკოვმა ფრთხილი დიპლომატიური პრელუდიები გაცვალეს, როდესაც საქართველო 1-ელ დეკემბერს მიესალმა რუსეთთან საზღვრების შესაძლო გახსნასა და საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლო აღდგენას.