ქართულ ”ქალიშვილობის მოწმობაზე” უკვე BBC-მაც დაწერა
ქართულ ”ქალიშვილობის მოწმობაზე” უკვე BBC-მაც დაწერა
”მომავალი პატარძლები საქართველოში ქორწინებამდე ქალიშვილობის შესამოწმებელ პროცედურებს გადიან” - წერს ბრიტანული ”ბიბისი”. ამისთვის საჭიროა ექსპერტიზის ბიუროს მიაკითხოთ, სადაც ხშირად მომავალი პატარძლები ნათესავებთან ერთად ცხადდებიან.

”ქორწინებამდე უმანკოების შენარჩუნების ფენომენს ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქართულ ორთოდოქსულ კულტურაში” - ნათქვამია ”ბიბისის” ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ანონიმურ სტატიაში - ”თუმცა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მსგავსი ”ინსპექცია” ნამდვილად არ ხიბლავს. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ამ ყველაფერს ”ამაზრზენი” უწოდა. ”თუ კაცთან მთელი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო, იგი უნდა მენდობოდეს.- განაცხადა მან.
”ქალწულობის შემოწმების მექანიზმი” სასაცილოდ აიგდეს ინტერნეტშიც, სადაც შექმნეს პირადობის მოწმობის კარიკატურული ასლი, რომელზეც ქალიშვილობის გრაფაცაა ასახული.”
cici
29 ივლისი 2013 12:31
მენტალური პროსტიტუცია,პოლიტიკური პროსტიტიცია,ქალიშვილობით პროსტიტუცია... ჩვენისთანა "ბედნიერი ერი" კიდევ არის სადმე?
.
29 ივლისი 2013 07:21
საქართველოში, ძლიერ განვითარებულ პოლიტიკურ "პროსტიტუციასთან" დაკავშირებით დაარსდეს სპეციალური სამსახური,რომელიც "პოლიტიკური ქალწულობის" ცნობებს გაცემს...ვაი როგორ დაგვსჯის უფალი ყოველივე იმისათვის,რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რომელიც არანაირ ჩარჩოებში არ თავსდება.
Giorgi
28 ივლისი 2013 13:17
სისხლის სამართალში სასწრაფოდ შესატანია ცვლილებები.
ქალიშვილობის დარღვევა უცხო პირის მიერ , უნდა ჩაითვალოს კერძო ტერიტორიაზე ავი განზრახვით შეღწევად ან მცდელობად. რამოდენიმე ასეთი შეღწევის შემთხვევაში , უნდა ამოქმედდეს შეკრებითობის პრინციპი. თუ გოგონასთან ერთი თვე მაინც გაქვს ნაცხოვრები , სამუდამო პატიმრობა გარანტირებული იქნება. ამით პრევენციას გაუკეთებთ ქალიშვილობის ინსტიტუტს.
ვაი ჩვენს პატრონს! მთელი მსოფლიოს დასაცინი გაგვხადა ვიღაც კრეტინის ნაბოდვარმა. ამიტომ ვაცხადებ: პოლიტიკაში ყველა დროის და ჯურის ტაკიმასხრების, კლოუნების, შაპიტო ცირკის მომწყობების ( რომლებიც გვაცინებენ და მარტო ამით არსებობენ) ყოფნა უნდა დავამთავროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში , სულ დაცინვის ობიექტები ვიქნებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები