"სასაცილო არაფერია..."
19-08-2013
"სასაცილო არაფერია..."
ამ სათაურით ეხმაურება ამერიკული გამოცემა The Washington Times-ის ჟურნალისტი ჯეიმს მორისონი აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის რეაქციას ხომალდ Bulkeley-ზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში აშშ-ის ელჩი გამოცდილი დიპლომატია, რომელიც ისეთ სახიფათო ფორპოსტებზე მუშაობდა, როგორიც არის ავღანეთი და არქტიკა. რიჩარდ ნორლანდი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრად და ნაციონალური ომის კოლეჯის მეთაურის მოადგილედაც მსახურობდა. თუმცა, იგი ჩაფლავდა, როცა გასულ კვირას, ამერიკულ ხომალდზე ვიზიტის დროს საქართველოს მწვავედ დაპირისპირებულ მეტოქეთა შეკამათების დაცხრომას შეეცადა.
ამერიკულ
ხომალდ Bულკელეყ-ზე პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს უთხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავე და პასუხისმგებელი საქართველო კი არა, თავად პრეზიდენტია, რაზეც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეეცადა, პრემიერ-მინისტრი რუსეთის მარიონეტად წარმოეჩინა.
პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეკამათებამ მწვავე მედიაგამოხმაურება პოვა, სადაც ასევე აღნიშნული იყო, რომ რიჩარდ ნორლანდი იცინოდა,
როცა ლიდერები ერთმანეთს თავს ესხმოდნენ.

ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, აშშ-ის საელჩომ განმარტება გააკეთა, სადაც ნათქვამია:
"სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის სახის გამომეტყველებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისას ხომალდ Bულკელეყ-ზე. ელჩი იღიმებოდა იმის გამო, რომ მისმა მცდელობამ, საზეიმო ღონისძიებაზე აღედგინა პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმები, ამ წარმომადგენლობით მიზანს ვერ მიაღწია".
ამ განცხადებით აშშ-ის საელჩომ აღიარა, რომ რიჩარდ ნორლანდმა ვერ შეძლო დაპირისპირებული ქართველების შეჩერება, რაც დიპლომატიური საქმიანობის რუტინა იყო.

"ვაშინგტონ ტაიმსი", აშშ
tima
22 სექტემბერი 2013 15:55
იცინის ის ვინც ბოლოს იცინის''ხომ ვერ მეტყოდით შევარდნაძის მმართველობის ლაქა რა ფერისაა???
ilia
28 აგვისტო 2013 17:23
დასცინოდნენ და ღირსიც არის.ეხლა არ თქვათ საქართველოს პრეზიდენტიაო,ქვეყნის დამაქცევარია პრეზიდენტი კი არა?დასაცინი კი არა ციხეშია ჩასაგდები სამუდამოდ.ძირს ნაც ხროვა სააკოვის თამადობით.
მ.ჯ
28 აგვისტო 2013 17:04
სასაცილო არაა მიშა? სად რას ამბობს არ იცის, დაცინიანო რო იძახით, კაცი ავადმყოფია ჩამოყალიბებული, მთელი მსოფლიო მაგას დასცინის, სირცხვილია ეგეთი პრეზიდენტი, მისი 9 წლიანი მართველობა ისტორიაში შევა როგორც საქართველოს ერთერთი შავი ლაქა, სამწუხაროა მაგრამ ესაა რეალობა.

რედაქტორის რჩევით