"დეილიმეილის" მთავარ გვერდზე: ჭიათურა და ჟანგიანი "რკინის კუბოებით" მოძრავი მაღაროელები" - კვირის პალიტრა

"დეილიმეილის" მთავარ გვერდზე: ჭიათურა და ჟანგიანი "რკინის კუბოებით" მოძრავი მაღაროელები"

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა, "დეილიმეილი" მთავარ გვერდს ჭიათურას და იქაურ მაღაროელთა სახიფათო შრომას უთმობს. "მარგანეცით მდიდარ ქალაქში 1950 წელს გამართული საბაგირო სისტემა დღეს დაჟანგულია და მოძრაობისათვის აშკარად სახიფათო, თუმცა მაღაროელები ამას არ უშინდებიან და ყოველდღე "უფრენენ" თავს ქალაქს. შეიძლება ითქვას, ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ინჟინერული პროექტია. ქალაქში, სადაც ერთ მტკაველ ვაკესაც ვერ იპოვით, საბჭოთა პერიოდში საბაგიროების ექსტენსიური ქსელი დაამონტაჟეს, რისი წყალობითაც ნებისმიერ უბანში წამის განმავლობაში "მიფრენა" შეიძლება. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ საბაგირო დღემდე ფუნქციონირებს. თავის დროზე, ჭიათურაზე მსოფლიო მარგანეცის პროდუქციის 60 პროცენტი მოდიოდა, მადნის მოპოვება კი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამჟამად, რა თქმა უნდა, ჭიათურამ მოწინავე პოზიციები დათმო, თუმცა ქალაქი კვლავ წარსულის გულისცემით ცოცხლობს და სტალინისდროინდელი ჟანგიანი "კუბოებით" მოძრავი მაღაროელებიც ყოველდღე უშიშრად უცქერენ სიკვდილს თვალებში .