კარნეგის ცენტრი - არჩევნების შემდეგ ძალაუფლება ისევ ივანიშვილს დარჩება - კვირის პალიტრა

კარნეგის ცენტრი - არჩევნების შემდეგ ძალაუფლება ისევ ივანიშვილს დარჩება

"აქვს თუ არა სამხრეთ კავკასიას შანსი?", - ამ სათაურით აქვეყნებს ლილია შევცოვას სტატიას კარნეგის ცენტრის მოსკოვის ბიურო.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აზერბაიჯანსა და საქართველოში ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩნდება შეკითხვა – აქვს თუ არა სამხრეთ კავკასიას შანსი ჰყავდეს არა ყალბი, არამედ რეალურად დამოუკიდებელი და ღია საზოგადოება? როგორც ლილია შევცოვა წერს, ამ მხრივ სომხეთი ოპტიმიზმს ვერ იძლევსა, რადგან თებერვალში გამართულმა სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები იმის დემონსტრირება იყო, თუ როგორ მუშაობს ელექტორული ავტორიტარიზმი.

"არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. პრეზიდენტობის რამდენიმე კანდადატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ერთ კანდიდატს ესროლეს, 60%-იანი გამარჯვება კი საბჭოთა დროში გამარჯვებას ჰგავდა. სომხეთი ასევე აღმოჩნდა ლაკმუსის ტესტი – თავისუფლებით მანევრირების მტკიცებულებით. სომხეთი მაშინვე დაისაჯა, როგორც კი ევროკავშირისკენ სწრაფვის სურვილი გამოთქვა. ამით უკმაყოფილო მოსკოვმა აზერბაიჯანს 4 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა", - წერს ლილია შევცოვა.

რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს, სტატიის ავტორი წერს, რომ სომხეთისგან განსხვავებით, ამ ორ ქვეყანაში არჩევნები სხვაგვარად ესმით. როგორც ლილია შევცოვა აღნიშნავს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი ეპოქის დასასრულად და ახალის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.

"სააკაშვილის მოდერნიზაციისა და პროდასავლური ერა დასრულდა. მისი უდიდესი მემკვიდრეობა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაა. თუმცა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს მემკვიდრეობა საქართველოში ტრადიციად იქცევა. მიმდინარე ძალთა ბალანსი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამჟამინდელი მმართველი გუნდის მიერ მართული კონსტიტუცია, რომლითაც ძალაუფლების მთავარი სადავეები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ხელშია, ახალ ძალაუფლებრივ მონოპოლიას ქმნის", - წერს ლილია შევცოვა.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ თამამად შეიძლება ფსონის იმაზე გაკეთება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს დარჩება, თუმცა პრეზიდენტი მხოლოდ დეკორაცია იქნება.

"რეალური ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელში დარჩება. შესარულებას თუ არა დაპირებს ივანიშვილი და წავა თუ არა პოლიტიკიდან სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ? – ამაზე ფსონს ვერ ჩამოვალ. ყოველ შემთხვევაში, ქართული პოლიტიკა რთულად მიიწევს ღია საზოგადოებისკენ", - წერს ლილია შევცოვა.

სტატიის ავტორი ასევე ეხება საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ ორივე მათგანს აქვს სურვილი მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ერთდროულად როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთთან. თუმცა, კარნეგის ცენტრის ექსპერტი აღნიშნავს, რომ ორი ცხენის სხვადასხვა მიმართულებით ჭენება ყოფილ ლიდერებს შეეძლოთ – მაგალითად, ედუარდ შევარდნაძესა და ჰეიდარ ალიევს.

"სამწუხაროდ, ორმხრივობისა და გარუკვეველი ლოიალობის დრო წარსულს ჩაბარდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ევროკავშირის უუნარობის გამო, რომელმაც ვერ შეძლო ელექტროენერგიის მიწოდება აღმოსავლეთ პარტნიორობოსთვის ისევე, როგორც აშშ-ი ვერ გაუძღვა დასავლეთს. მეორე რიგში კი იმიტომ, რომ რუსეთმა ახალი საგარეო პოლიტიკის სტრატეგია შეარჩია – "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენს წინააღმდეგაა" და საჯაროდ გამოაცხადა პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი გალაქტიკის შენების მიზანი", - აღნიშნავს ლილია შევცოვა და დასძენს, რომ სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასია კვლავ გეოგრაფიული მდებარეობის ტყვეობაში რჩება.