დმანისში მცხოვრები უძველესი ადამიანები კბილის საწმენდით სარგებლობდნენ?! - კვირის პალიტრა

დმანისში მცხოვრები უძველესი ადამიანები კბილის საწმენდით სარგებლობდნენ?!

დმანისში მცხოვრები უძველესი ადამიანები კბილის საწმენდით რეგულარულად სარგებლობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა PNAS ("მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე") ავრცელებს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 20 წლის წინ საქართველოში, დმანისთან ახლოს პალეონთოლოგების მიერ ნაპოვნი ადრეული ადამიანის ნიმუშებზე კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ კბილებსა და ყბის ძვლებზე მათ უმრავი პარალელური და ღრმა ნაკაწრი ჰქონდათ, რომელიც სავარაუდოდ კბილის საწმენდის არასწორად გამოყენებას უკავშირდება.

ყოველივე ეს აღმოჩენის ავტორებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დმანისის უძველესი მაცხოვრებლები კბილის საწმენდებს ამზადებდნენ და იყენებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"