"საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი" – Wall Street Journal-ის ოდა სააკაშვილს - კვირის პალიტრა

"საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი" – Wall Street Journal-ის ოდა სააკაშვილს

"პრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეებიდან ალბათ ერთი-ორი თუ მიხვდება სააკაშვილის გულისტკივილს: პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებას ტოვებს, თბილისში აღარც უყვართ და აღარც აფასებენ. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, ისტორია მას უფრო ლმობიერად განსჯის." - წერს ამერიკული "ვოლ სთრით ჯორნალი" სარედაქციო წერილში სათაურით "საქართველოს ვაშინგტონი".

"10–წლიანიმმართველობის პერიოდში სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ძირეულ საკითხებში მართალი. 36 წლის ასაკში კოლუმბიის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული მშვიდობიან და დემოკრატიულ ვარდების რევოლუციას ჩაუდგა სათავეში. ომისაგან გატიალებულ პატარა ქვეყანას, რომელსაც რუსეთის მძიმე თათისქვეშ გასრესა ემუქრებოდა, მან ენერგია და იდეალები მოუტანა.

სააკაშვილმა რეფორმა გაატარა საგზაო პოლიციაში და ამოძირკვა კორუფციის კულტურა. მისი მმართველობის პერიოდში ბიზნესის წამოწყება და პატიოსანი შრომით ფულის შოვნა პრობლემას აღარ წარმოადგენდა. სწორედ მისი პრეზიდენტობისას, ეკონომიკა 6%–ით გაიზარდა. მანვე თქვა, რომ საქართველო ნატოსა და ევროპის გზით უნდა წასულიყო.

თუმცა, 2007 წელს არამყარი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ერის ქარიზმატულმა ლიდერმა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები დაშალა, დახურა ეროვნული არხი, 2008 წელს კი ვლადიმერ პუტინის რუსეთთან ომი გამოიარა, რომელმაც ქვეყანას სეპარატისტული რეგიონების დაბრუნების ყველა შანსი მოუსპო.

ათწლიანი მმართველობის შემდეგ, მან ამოწურა თავისი პერსონის მიმართ კეთილგანწყობის ლიმიტი. მისმა მილიარდერმა მეტოქემ, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ის და მისი პარტია არჩევნებში დაამარცხა. ივანიშვილი ღვარძლიანი გამარჯვებული აღმოჩნდა - პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდა, მისი მომხრეები კი კორუფციის ბრალდებით ციხეში გაისტუმრა.

კონსტიტუციის მიხედვით, ეს სააკაშვილის ბოლო ვადა იყო პრეზიდენტის რანგში. საქართველოში უკვე აირჩიეს ახალი პრეზიდენტი - ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე. მიხეილ სააკაშვილი კი ქართველი ჯორჯ ვაშინგტონია, რომელიც ტოვებს თანამდებობას მას შემდეგ, რაც რეგიონში დემოკრატიის განვითარებას შეუწყო ხელი – რეგიონში, სადაც ლიდერები ძირითადად დიქტატორებად გვევლინებოდნენ. ივანიშვილმა პატივი უნდა სცეს მის მიღწევებს, შეინარჩუნოს საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყნად და უარი თქვას პოლიტიკურ შურისძიებაზე"- წერს "ვოლ სთრით ჯორნალი".

„მიხეილ  სააკაშილი ქართველი  ჯორჯ  ვაშინგტონია“,  – ამ  სათაურით  აქვეყნებს სტატიას Wall Street Journal.

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს,  „მხოლოდ  პრეზიდენტ  სააკიშვილის  გარემოცვამ  თუ იცის , რა  ტკივილს  განიცდის  ექს-პრეზიდენტი“.

 

„საქართველოს  პრეზიდენტი ხელისუფლებას  არაპოპულარული  და  დაუფასებელი  ტოვებს“- წერს  სტატიის  ავტორი  და იქვე  გამოთქვამს იმედს, რომ „ისტორია, ბევრად  ლმობიერი მოსამართლე  გახდება“.

 

მისივე შეფასებით, „10–წლიანიმმართველობის  პერიოდში  სააკაშვილმა  ბევრი  შეცდომა დაუშვა, მაგრამ  ძირეულ საკითხებში მართალი  იყო და ქვეყანას, რომელიც რუსეთის  ჩექმის პირობებში გადარჩენას  ცდილობდა,  ენერგია  და  იდეალები  მოუტანა“.

 

„სააკაშვილმა  რეფორმა  გაატარა  საგზაო პოლიციაში, რომელიც  მექრთამეობით  იკვებებეოდა; მისი  მმართველობის  პერიოდში  ეკონომიკა  6%–ით გაიზარდა, თუმცა 2007  წელს  არამყარი  დემოკრატიული  ტრადიციების  მქონე  ერის  ქარიზმატულმა  ლიდერმა ხელისუფლების  საწინააღმდეგო  აქციები  დაშალა, დახურა  ეროვნული  არხი, 2008  წელს  კი ვლადიმერ  პუტინის  რუსეთთან  ომი  გამოიარა.

მიხელ  სააკაშვილი  ქართველი  ჯორჯ  ვაშინგტონია, რომელიც  ტოვებს  თანამდებობას  მას  შემდეგ, რაც  რეგიონში დემოკრატიის განვითარებას შეუწყო ხელი  – რეგიონში, სადაც  ლიდერები  ძირითადად დიქტატორებად  გვევლინებოდნენ.  ივანიშვილმა  პატივი  უნდა სცეს მის მიღწევებს, შეინარჩუნოს  საქართველო  რეგიონში სამაგალითო  ქვეყნად  და  უარი თქვას  პოლიტიკურ  შურისძიებაზე“- წერს  The Wall Street Journal.

- See more at: http://www.frontnews.ge/ge/news/14187#sthash.bzDI32Ec.dpuf