უაზრო პროვოკაცია - კვირის პალიტრა

უაზრო პროვოკაცია

საქართველოს ქალაქ ქუთაისში II მსოფლიო ომში დაღუპულ საბჭოთა მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფი მონუმენტის დანგრევა უაზრო პროვოკაცია იყო, რომელსაც

ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. ეს შემთხვევა განსხვავდება ესტონეთის მოვლენებისგან. 2007 წლის მაისში ტალინის ცენტრიდან საბჭოთა ჯარისკაცის ქანდაკება დედაქალაქის გარეუბანში გადაიტანეს. მაშინ ესტონეთის მთავრობამ რეაგირება იმაზე მოახდინა, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ქანდაკების გადატანას, რომელსაც ესტონელები 1945 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მათი ქვეყნის ოკუპაციის სიმბოლოდ აღიქვამდნენ, მაგრამ ქანდაკება არავის დაუნგრევია. მას ღირსეული ადგილი მიუჩინეს სასაფლაოზე.

ქუთაისის მემორიალი ეძღვნებოდა II მსოფლიო ომში დაღუპულ 300 ათას ქართველს, რომლებიც მაშინ საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ. არადამაჯერებელია არგუმენტი, რომ მონუმენტის ადგილზე ახალი პარლამენტი უნდა აშენდეს. ძეგლის დანგრევა მოსკოვის გაღიზიანების ბავშვურ მცდელობას ჰგავს, რომელიც ასეთ შემთხვევებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის სიამოვნებით იყენებს.

"ფრანკფურტერ ალგემაინე", გერმანია