"Newsweek": აფხაზეთი - პატარა არაქვეყანა დიდი ოცნებებით
09-01-2014
"Newsweek": აფხაზეთი - პატარა არაქვეყანა დიდი ოცნებებით
"სოჭის აჩრდილქვეშ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა "Newsweek" რეპორტაჟს აფხაზეთიდან. "ჩვენი ოცნება ოლიმპიურ თამაშებზე აფხაზეთის სახელით გამოსვლაა" , - ციტირებს ავტორი აფხაზი მწვრთნელის, ჯარნაზ ბენიას სიტყვებს.

როგორც რეპორტაჟის ავტორი კოსუკე ოკაჰარა წერს, აფხაზეთი საქართველოს თვითგამოცხადებული ტერიტორიაა, რომელიც 10 მილითაა დაშორებული სოჭის ოლიმპიური პარკიდან.

ამასთან, იაპონელი ჟურნალისტი წერს, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთსა და საქართველოს შორის ომი იყო, რის შემდეგად აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

"აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და სხვა რამდენიმე პატარა
სახელმწიფომ აღიარეს. არც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს და არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ. აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ნებისმიერი სპორტსმენი რუსეთის სახელით მიიღებს, თუმცა არც ერთი მათგანი არ მიდის თამაშებზე", - წერს კოსუკე ოკაჰარა.

ამასთან, როგორც ავტორი აღნიშნავს, გასულ წელს აფხაზეთში ყოფნისას ადგილობრივ
სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც უთხრეს, რომ ამაყობენ თავიანთი აფხაზობით, მაგრამ იციან, რომ მათი ქვეყნის მომავალი გაურკვეველია.
"მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ მისით, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. ჩვენი ქვეყნის საკუთარი გზა სწორედ ჩვენმა თაობამ უნდა გაიკვალოს", - ციტირებს ავტორი ერთ-ერთი აფხაზი სტუდენტის ნათქვამს.
პაატა
22 იანვარი 2016 16:05
თურმე ყველაფერი რუსების და სომხების ხელში გადასულა და აფხაზებს არავინ არაფრად თვლის
აფხაზეთი კი რუსები და სომხებმა დაისაკუთრეს, ესენი მართავან და ყველა ბიზნესი ამათ ხელშია, აფხაზებს კი იქ არავინ ეკითხება
ეს სომხები ნახე
გურამი
28 თებერვალი 2014 20:24
იცით რას გეტყვით,დგეს ერთი სოხუმელი კაცი მესაუბრა თურმე აფხაზები თავში ხელს ირტყამენ და ქართველები სად არიანო იძახიან. თურმე ყველაფერი რუსების და სომხების ხელში გადასულა და აფხაზებს არავინ არაფრად თვლის. ისე აქ ზემოდ აფხაზების წარმომავლობაზე იყო საუბარი ...გეტყვით ვინც არ იცის....აფხაზური გვარებია მარშანია აქირთავა,ზვამბაია, ემხვარი,ჭუბაბრია და ასე შემდეგ.....ხოლო რაც შეეხება აკრბა არძინბა, ხიშბა, აშბა და კიდევ სხვა ამ ტიპის გვარებს ამათ ქართულ გენთან არაფერი აერთიანებთ, ესენი არაიან ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები აფსუა,აბაზგინური და ადიგეური ტომების გვარები.მათი წინაპრები მთებიდან მოიპატიჟეს აფხაზმა თავადებმა ადგილ მამულის მოსავლელად,პირუტყვის სამწყემსოდ, გასამრჯელოს უხდიდნენ და ოჯახებს არჩენდნენ....რა სიკეთეც მივიღეთ ყველამ ვნახეთ.ისე მეც ომის ვეტერანი ვარ და ბოდიშს ვუხდი აფხაზ დედებს.....დედა დედააა და ნაციონალობა აქ არაფერ შუაშია.აფხაზები იქ არსებობენ და არა მგონია რუსმა იმიტომ იბრძოლა და მიწა იმიტომ გამოგგვლიჯა რომ იქ ეხლა აფხაზები აცხოვროს თავის ნებაზე. იგივე ეხებათ ოსებს
nka
19 იანვარი 2014 14:37
აგენოციდი რომ დაწყებულია ეს ახალი არაა, თვითონვე ხვდებიან ამას, კარგახანია ანტირუსულად არიან განყობილნი მაგრამ ვერაფერს იზამენ ჩიხში არიან, აფხაზეთი კი რუსები და სომხებმა დაისაკუთრეს, ესენი მართავან და ყველა ბიზნესი ამათ ხელშია, აფხაზებს კი იქ არავინ ეკითხება. რაც შეეხება აფხაზებს არიან თუ არა ჩვენი ძმები, მათი ენა არ არის ნათესაურ კავშირში ქართულ ენასთან და არც ეთნიკური აფხაზები არიან ქართული წარმომავლობის, რაც შეეხება მიწას, ეს საქართველოსია,ისინი გარკვეულ დროს ჩამოსახლდნენ ჩრდილო კავკასიიდან და მას შემდეგ მოგვიწია თანაცხოვრება,

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?