მსოფლიოს გენეტიკური რუკა: ქართველები ვგავართ ადიღეველებს, სომხებსა და ბერძნებს
მსოფლიოს გენეტიკური რუკა: ქართველები ვგავართ ადიღეველებს, სომხებსა და ბერძნებს
ჟურნალ ”საიენსის” შვილობილ საიტ admixture.com-ზე მსოფლიოს გენეტიკური ატლასი გამოქვეყნდა, რომელზეც ხალხთა შორის ნათესაობის ხარისხია ასახული. ატლასის მიხედვით, ქართველები გენეტიკურად ყველაზე ახლოს ადიღეველებთან (28,6 %), ბერძნებთან (19,5%), სომხებთან (12,4 %) და სამხრეთ იტალიელებთან (სიცილიელებთან, 6,4 %) ვდგავართ. ატლასის მიხედვით გენეტიკური ნათესაობა გვაკავშირებს კვიპროსელებთან და ლეკებთანაც. აღსანიშნავია, რომ ისტორიულად პოპულარულ მოსაზრებას, რომ ქართველები ბასკებსა და კელტებს ვენათესავებით, ატლასი ”არ ეთანხმება”.

იხ. თავად ატლასი
მკითხველის კომენტარი (26)
ვალერი
26 სექტემბერი 2018 00:19
ყველას ვგავართ ჩვენი თავების გარდა.მაგარია
ნათია
14 დეკემბერი 2016 01:36
კიდევ ერთხელ გადახედეთ, რის და ვის საფუძველზე დაარქვა ბლუმენბახმა თეთ რასას კავკასიური. ქართველთა საფუძველზე და არა ჩერქეზების. რაც არი იცით დანამდვილებით ნეტა რატომ წერთ ??? https://en.m.wikipedia.org/wiki/Caucasian_race
Tamari`
11 იანვარი 2015 12:45
"კავკასიური რასა" პირველად ბლუმენბახმა გამოიყენა "ჩერქეზების სილამაზის ხილვის შემდეგ" (ასევე წერია მის ნაშრომში) და ზოგადად უწოდა თეთრ რასას, ანუ, რასაც ჩვენთან წიგნებში უწოდებდნენ "ევროპეიდულ" რასას. ასე რომ ბლუმენბახის კავკასიელი და რუსების 'ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსწი" განსხვავდება ერთმანეთისგან. აშშ-ში კავკასიელს უწოდებენ თეთრკანიანს. ეს არარის მეცნიერულად დასაბუთებული ტერმინი, ანუ არის პირობითი სახელი. ასე რომ ამერიკელი რომ შეგხვდებათ და გეტყვით "აი ემ ქოქეიჟნ" არ ნიშნავს იმას რომ ის გიმტკიცებთ რომ კავკასიის მთების შვილია :D ეს ყველა სახელი პირობითია. წაიკითხეთ, დევს ინტერნეტში ბლუმენბახის შესახებ.
almasxan calqalamanidze
10 იანვარი 2015 23:56
ძვირფასო ემიგრანტო საბერძნეთიდან! -ჰო, კაი, კავკასიიდან მოდის თეთრი რასა, მერე რა? ვის რა "შავუჭამეთ" რო?
ფრიდონი
10 იანვარი 2015 23:42
დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქართველი ეროვნების ადამიანების და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებლების ბირთვი ჰაპლოჯგუფები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დასავლეთის ჰაპლოჯგუფი არისG2- 51პროცენტი და ყველაზე მეტად ნათესაობას უცხადებს ოსებს G2= 70პროცენტი. აღმოსავლეთში ბირთვი ჰაპლოჯგუფიარის ჯ2 და ჯ1 რომელიც მონათესავეა ვაინახების 50პრ. მეტი და სომხების 28პრდა მეტი. სამწუხაროდ ამ საკითხში პოლიტიკური მოსაზრებით დიდი ფალსიფიკაცია მიდის.
EMIGRANTI.GR
01 ნოემბერი 2014 19:23
ათენიდან გეხმიანებით....აქ გამოქვეყნდა ბერძენთა გენეტიკური დეენემის მონაცემები...დევს გუგლში. შავით თეთრზე წერია,რომ,ბერძნები არიან კავკასიური რასის წარმომადგენლები. არიან იდენტური კავკასიელი ხალხის. ცნობისათვის დაწერეთ გუგლში...Ελενικι Δεενει ან Καβκασικι ρασα Ελενικι Δεενει.... ეს ჩვენა ვართ საწყისი თეთრკანიანი რასის მოდგმის და მთლიანად კაცობრიობის...... გაუმარჯოს ქართველებს და საქართველოს
ლევან შენგელია
18 სექტემბერი 2014 01:00
ვრცელი სამეცნიერო მსჯელობის ადგილი აქ არ არის, მაგრამ სტატიის ავტორს ინფორმაციის სწორად აღქმა უნდა შეეძლოს: "ქართველები გენეტიკურად ყველაზე ახლოს ადიღეველებთან (28,6 %), ბერძნებთან (19,5%), სომხებთან (12,4 %) და სამხრეთ იტალიელებთან (სიცილიელებთან, 6,4 %) ვდგავართ" - არასწორია, რადგან აქ არ არის მოცემული ადიღეელებისა და ლეკების გარდა ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხების, აზერბაიჯანელების, ირანელების, ასევე მრავალი არამეზობელი პოპულაციის მონაცემები. შესაბამისად, ზემოთმოყვანილი დასკვნა არასწორია და იძლევა მცდარი ინტერპრეტაციის საშუალებას.

simon s
17 სექტემბერი 2014 12:48
simon, და შენ რომ გვიტხრა და გავაოცო ვერა?
kaxa
31 აგვისტო 2014 12:57
ისე ყველაფერი კი არუნდა დაიჯერო კაცმა მარა ადამიანები რო ერტმანეტს გავდნენ რა გასაკვირი ამაშია?
მარიკა
20 თებერვალი 2014 20:58
კავკასიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტადაც გამოაცხადო იქნებ ჟურნალი "საიენსი" :)))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები