მსოფლიოს გენეტიკური რუკა: ქართველები ვგავართ ადიღეველებს, სომხებსა და ბერძნებს - კვირის პალიტრა

მსოფლიოს გენეტიკური რუკა: ქართველები ვგავართ ადიღეველებს, სომხებსა და ბერძნებს

ჟურნალ ”საიენსის” შვილობილ საიტ admixture.com-ზე მსოფლიოს გენეტიკური ატლასი გამოქვეყნდა, რომელზეც ხალხთა შორის ნათესაობის ხარისხია ასახული. ატლასის მიხედვით, ქართველები გენეტიკურად ყველაზე ახლოს ადიღეველებთან (28,6 %), ბერძნებთან (19,5%), სომხებთან (12,4 %) და სამხრეთ იტალიელებთან (სიცილიელებთან, 6,4 %) ვდგავართ. ატლასის მიხედვით გენეტიკური ნათესაობა გვაკავშირებს კვიპროსელებთან და ლეკებთანაც. აღსანიშნავია, რომ ისტორიულად პოპულარულ მოსაზრებას, რომ ქართველები ბასკებსა და კელტებს ვენათესავებით, ატლასი ”არ ეთანხმება”.

იხ. თავად ატლასი