სპორტულკოსტიუმიანი მებრძოლი - კვირის პალიტრა

სპორტულკოსტიუმიანი მებრძოლი

ქართველების "პირველი კავკასიური არხი" რუსულ ენაზე მაუწყებლობს - მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე, ყოველ შემთხვევაში, მათ, ვინც რუსული ენა იცის. არხს

სახელმწიფო აფინანსებს. ის ეთერში ერთი კვირაა, გადის. "ჩვენ გვინდა, აუდიტორიას ჩვენი სიმართლის შესახებ ვუამბოთ", - განაცხადა საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ, ხოლო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსულად თავისუფლად, მაგრამ ენთუზიაზმის გარეშე საუბრობდა, აღნიშნა, რომ რუსული ენა მისი ქვეყნისთვის "კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტია".

2008 წლის ხუთდღიანი აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო და რუსეთი საინფორმაციო ომს აწარმოებენ. "პირველ კავკასიურ არხს" რამდენიმე მონაპოვარი აქვს. მაგალითად, ოლეგ პანფილოვი, ერთ დროს მოსკოვის "ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის" დირექტორი, არხის ერთ-ერთი წამყვანია. მან რუსეთი იმის გამო დატოვა, რომ როგორც თავად ამბობს, იქ დემოკრატიის განვითარებაზე იმედი გაუცრუვდა. კიდევ ერთი უცნაური ფაქტი არხზე ჩეჩნეთის მოკლული პრეზიდენტის, ჯოHჰარ დუდაევის ქვრივის, ალა დუდაევას გამოჩენაა. ის თავის აგარაკზე სტუმრებს მასპინძლობს და მათ პორტრეტებს ქმნის, ვიდრე ისინი, მაგალითად, ჰყვებიან ლეგენდებს საქართველოს პანკისის ხეობაზე, რომელიც ჩეჩნეთის ომის დროს აჯანყებულების თავშესაფარი იყო. არხი დღეს ინტერნეტით (1კ-ტვ.ცომ) მაუწყებლობს, თუმცა მალე მისი სიგნალის მიღება შესაძლებელი გახდება საკაბელო ქსელით და თანამგზავრის საშუალებით. პროფესიონალური ზრდაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა წამყვანები, რომლებიც ერთმანეთს ლაპარაკს აწყვეტინებენ და კორესპონდენტები, რომლებიც კადრში სპორტული კოსტიუმებით ჩანან, რაც, როგორც ჩანს, ასევე ქართულ სინამდვილეს ემსახურება.

"ზუდოიჩე ცაიტუნგი", გერმანია