სამიტის ნაცვლად - კონფერენცია - კვირის პალიტრა

სამიტის ნაცვლად - კონფერენცია

გასულ კვირას ბათუმში დაგეგმილი ორდღიანი ენერგეტიკული სამიტის ნაცვლად საათნახევრიანი კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიება, რომელზეც რუსეთის გვერდის ავლით კასპიის ნავთობის ტრასპორტირების მარშრუტები უნდა განხილულიყო, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის გარდა, არც ერთი სხვა პრეზიდენტი არ დასწრებია.

ორგანიზატორებს განზრახული ჰქონდათ, სამიტი 2010 წლის ძირეულ ენერგოპოლიტიკურ ღონისძიებად ქცეულიყო. ბათუმში ელოდნენ აზერბაიჯანის, ლატვიის, ლიტვის, უკრაინის, პოლონეთის პრეზიდენტებს. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უნდა გაეხსნა. ენერგორესურსების სხვა მწარმოებელი ქვეყნები (ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი) თავისი პრეზიდენტების ან ენერგეტიკის მინისტრების გაგზავნას აპირებდნენ. შედეგად დაგეგმილი იყო რუსეთის გვერდის ავლით გაზსადენების - Nabucco-სა და ჭჰიტე სტრეამ-ის და ასევე ნავთობსადენ ოდესა-პოლოცკი-ბროდი-გდანსკის მშენებლობის აუცილებლობის შესახებ დეკლარაციის შედგენა და ხელმოწერა. შეხვედრა ჩავარდა: ორდღიანი სამიტის ნაცვლად საათნახევრიანი საექსპერტო კონფერენცია ჩატარდა.

იმის გამო, რომ სამიტზე არც ერთი უცხოელი პრეზიდენტი არ ჩავიდა, ბოლო წუთს სააკაშვილმა გადაიფიქრა შეხვედრის გახსნა და ეს მისია პრემიერ ნიკა გილაურს გადააბარა. ბათუმის კონფერენციის პრესცენტრის ხელმძღვანელის, ია მახარაშვილის განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტი ბათუმში არჩევნების გამო ვერ ჩავიდა, ამიტომ საქართველოს, პოლონეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მოითათბირეს და სამიტის გადადება გადაწყვიტეს.

შეხვედრას დასავლეთმაც უგანა. თბილისში იმედი ჰქონდათ, რომ სამიტს აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი და ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი რიჩარდ მორნინგსტარი დაესწრებოდნენ. მაგრამ მაკკეინმა თბილისი კვირის დასაწყისში დატოვა. მორნინგსტარი კი, რომელიც სამიტზე დასასწრებად ჯერ კიდევ 12 იანვარს ჩავიდა და, ექსპერტების ორ წინასწარ შეხვედრას დაესწრო, სამიტის დაწყებამდე გაემგზავრა საქართველოდან.

ნაბუცცო გას  პიპელინე  ინტეზნატიონალ  გმბჰ-ის წარმომადგენლებმა კრისტიან დოლეცალმა განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლებს არც დაუგეგმავთ ბათუმში ჩასვლა - ეს პოლიტიკური სამიტია, ჩვენ კი კომერციული დაწესებულება ვართო. ექსპერტების ვარაუდით, ბათუმში სამიტის ჩაშლა ნათელი მაგალითია იმისა, რომ დასავლეთს რუსეთის გვერდის ავლით ცენტრალური აზიიდან ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების მარშრუტის სწრაფად შექმნის ინტერესი გაუნელდა.

თუმცა ბათუმში მაინც შედგა ერთი საგულისხმო შეხვედრა - სამიტზე მოულოდნელად ჩავიდა ბელორუსიის ვიცე-პრემიერი ანდრეი კობიაკოვი. სტუმართან შეხვედრა პირადად მიხეილ სააკაშვილმა ისურვა, თანაც ჟურნალისტების თანდასწრებით. საქართველოს პრეზიდენტმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა ბელორუსიის ხელმძღვანელობის მიმართ, თუმცა ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

განსაკუთრებული მადლობა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსიის პარლამენტს გადაუხადა - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აუღიარებლობის გამო და ბელორუსული ტრაქტორების შესყიდვის სურვილი გამოთქვა. ანდრეი კობიაკოვი კი ქართული ღვინოების, "ბორჯომისა" და ციტრუსების ექსპორტირების გაზრდას დაჰპირდა. ქართველი ექსპერტები ბელორუსული მოულოდნელი დესანტის ბათუმში ჩასვლას მინსკის მოსკოვთან ნავთობის ომში მორიგ სვლად აფასებენ.

"კომერსანტი", რუსეთი