Wall Street Journal - "ქართული სირცხვილი"
29-07-2014
Wall Street Journal - "ქართული სირცხვილი"
"ქართული სირცხვილი", - ამ სათაურით აქვეყნებს The Wall Street Journal სტატიას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით.

სტატიაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ვენდეტა პოსტსაბჭოთა დამოკრატიის იშვიათ წარმატებას საფრთხის ქვეშ აყენებს. მასალაში გამოთქმულია იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამასთან დაკავშირებით ხმას ამოიღებს.

"მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" ლიდერი იყო, გახდა პრეზიდენტი, აშშ-ის მოკავშირე და ვლადიმერ პუტინის მტერი. 2012 წელს მან არჩევნებში დამარცხება განიცადა და ხელისუფლება გადააბარა. ხელისუფლებაში "ქართული
ოცნების" მოსვლიდან მალევე დაიწყო საეჭვო გამოძიებები მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეების მიმართ, ორშაბათს კი ბრალი თავად სააკაშვილს წაუყენეს. საუკეთესო, რისი მოფიქრებაც პროკურატურამ შეძლო, ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების წინააღმდეგ და დახურა ოპოზიციური ტელევიზია. სააკაშვილი ახლა აშშ-ში ასწავლის და უკრაინის ახალ პროდასავლურ
ხელისუფლებას რჩევებს აძლევს, მაგრამ მისი კოლეგები საქართველოში შურისძიების ტვირთს ეზიდებიან", - ნათქვამია სტატიაში და ამ კონტესტში ასევე მოხსენიებულია თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრება.

"გასულ თვეში საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ასევე, სურს ნატო-ში გაწევრიანება. დასავლეთს აქვს გავლენა თბილისზე და ჩვენს ეს გავლენა უნდა გამოვიყენოთ", - ნათქვამია The Wall Street Journal-ის სტატიაში.
giorgi
09 აგვისტო 2014 23:55
ამერიკა და ევროპა ჩვენს პატივისცემას სტაბილურათ კარგავს, რადგან არ უნდა გაიგოს და ვერ გაიგო რა საშინელებანი ჩაიდინა "სააკაშვილის" დამნაშავე ხელისუფლებამ. რაც გვიან გაიგებენ მით უარესი მათთვის და ჩვენთვის.ჩვენ ერთმანეთს ვშორდებით.გაანებეთ რუსეთისა და სხვა მეზობლების მიმართ ღრენას და მუქარებს "ნაციონალო ბანდიტებო" ის "პინცეტა"- კანდელაკი რომ გალახეს, ცოტა მოუვიდათ, მეტი ეკუთვნოდა.(აჩუქეთ ვინმემ პინცეტი რომ,შეერთებული წარბები ამოიქნას). ნაცებში გამოიკვეთა გალახულთა კომენტატორი, "ბოცო". წაკლაურმა გვაწეყა რომ, ისე სცემეს რომ ხმა არ ამოუღიათ რითაც მაგრა გვახალისა. სულ ბევრი კომენტარი გაეკეთებინოს ნაცების გალახვაზე "ბოცოს".
giorgi poli
09 აგვისტო 2014 23:20
სირცხვილია სააკაშვილის ქომაგობა, რადგან შენ არ შეგეხო და არ დაგიჭირეს, დანაშაული არ ჩიდინეს, ბოროტება არ დათესეს?. ნებისმიერმა "ნაცმა" გვიპასუხოს, რას ემსახურებოდა 27 000 თურქისა და 18 000 სხვა გაურკვეველი ეროვნებისა და წარმომავლობის, სინგხ-სირია-ირანელებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. ლონდონში დღეს 31% ინგლისელი ცხოვრობს. "ნაცსააკამ" დაგვიდო დემოგრაფიული ბომბი, იმიტომ რომ "ნაცებისაგან", ამ ყაჩაღებისაგან ვერ გავანთავისუფლეთ საქართველო. ომი ხომ მოიგეთ ნაძირალა ნაცებო? მცირემიწიან საქართველოდან ქართველების განდევნეთ, იმიტომ რომ პოლიტიკურათ ინდეფერენტი სხვაეროვანი ბრბოსგან ხმები მიეღოთ.
andro
09 აგვისტო 2014 15:09
რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ გაიგოს ამ ამერიკამ და დასავლეთმა: სააკაშვილი და ნაციონალური ბანდა საქართველოში სათავეში ვეღარასოდეს მოვა. მათ იმდენი დანაშაული აქვთ საქართველოს წინაშე ჩადენილი, რომ ხალხს ეზიზღება. ასე თავგამოდებით თუ დაიცავენ აღარც ეგ ცრუდემოკრატები გვინდა. ძალიან ქედმაღლურად დაგვყურებემ და მუდამ ჭკუას გვარიგებენ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?