ღვინის ქვეყანაში - კვირის პალიტრა

ღვინის ქვეყანაში

მიუხედავად იმ დაღლისა, რაც რუსეთ-საქართველოს ომმა და მუდმივმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ მოიტანა, ქართველები მაინც საუცხოო გუნებაზე არიან.

ულამაზესი ქალაქი სიღნაღი ზევიდან გადმოჰყურებს მეღვინეობის ამწვანებულ მხარეს და ცხადყოფს, თუ როგორი იყო, ან როგორი შეიძლება ყოფილიყო საქართველო.

გულუხვი მასპინძლობისა და სამზარეულოს გარდა, საქართველოში ღვინის ხარისხიც განსაცვიფრებელია. მაშინ, როდესაც ფრანგებმა ღვინის გემო ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ამ უძველესმა ერმა სამხრეთ კავკასიაში  5000 წლის წინ შექმნა ღვინის კულტურა.

რუსებს გაგიჟებით უყვარდათ ქართული ღვინო და 2006 წლამდე ექსპორტირებული ათი ღვინის ბოთლიდან  ცხრა იყიდებოდა.

დამოკიდებულება მაშინ შეიცვალა, როდესაც რუსეთმა, იმ მიზეზით რომ პროდუქცია დიდი რაოდენობით პესტიციდებს შეიცავდა,  ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა და უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველოს რუსეთის შერეული ბაზრისთვის სპეციალურად დაწურული უმაღლესი და დაბალი ხარისხის ღვინოების უდიდესი მარაგი დაუგროვდა.

რუსეთის ემბარგომ საშინელი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე.

საბჭოთა პერიოდში ამ მხარეს, სადაც ყურძნის უხვი მოსავალი მოდიოდა, "ოქროს ზოლს" უწოდებდნენ. ახლა, როდესაც რუსეთის ბაზარი დახურულია, აქაურები მოუთმენლად ელიან, როდის გაიზრდება მოთხოვნა ღვინოზე, ანდა მათ კუთხეს როდის ესტუმრებიან ტურისტები.

სიღნაღში ამერიკელი ჯონ ვურდემანი, თავის პარტნიორებთან ერთად,  ღვინის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიების გაცოცხლებაზე მუშაობს, რაც თავისთავად ინტეგრირებულია ქართულ ცხოვრებასთან. მასთან ჩასული სტუმრები აუცილებლად მიჰყავს ღვინის ქარხანაში, სადაც ღვინოს ძველებური წესით ამზადებენ.

ქარხანა 10 ჰა ნოყიერი მიწის ნაკვეთის შუაგულში, VI საუკუნის მონასტრის ქვეშაა. გაოცებას იწვევს მიწაში  ჩამარხული 800 და 3500-ლიტრიანი ქვევრები, ის, თუ როგორ მუშაობენ დღეების განმავლობაში ღვინის დაწურვაზე, როგორ ასხამენ მათ ქვევრებში, ბოლოს როგორ ლუქავენ მათ ქვის სახურავებით, სველი თიხით და ბოლოს, როგორ ფარავენ ქვიშით. ასე ინახავენ დაახლოებით 2 წლამდე. ღვინის დამზადების პროცესში იყენებენ სულფატს, რაც პროდუქციის მოხმარების შემდეგ ამცირებს თავის ტკივილს. ღვინოს ქვევრიდან ბოთლებში ასხამენ. ქვევრებს მეორე გამოყენებამდე სტერილიზაციას უკეთებენ. ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია.

საბჭოთა პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობოდა ყურძნის მოყვანას და იაფ ღვინოს - ქარხნებში ქვევრები ცემენტმა შეცვალა, ღვინის წარმოების საუკუნოვანი ტექნოლოგიები უარყვეს, იყენებდნენ დანადგარებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, სახელმწიფომ გამოყო თანხები ინდუსტრიული სფეროს განსავითარებლად და იმედოვნებენ, ამით მეტ სარგებელს მიიღებენ.

2007 წელს ვურდემანმა და მისმა პარტნიორებმა შემოიარეს თითოეული სოფელი, თითოეული ოჯახი იმ ხარისხის ქვევრების ძებნაში, რომლებიც მათ ღვინის წარმოებისას სჭირდებოდათ. ქართული ღვინის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიები და აღჭურვილობა ჯერ კიდევ შემორჩენილი აღმოჩნდა.  რამდენიმე ღვინის ქარხანა, მაგალითად, "ვინოტერა" და "ალავერდის მონასტერი", ჯერ კიდევ ქვევრის ტექნოლოგიას იყენებენ, ხოლო "თელიანი ველი" და "მუხრანი" თანამედროვე ტექნოლოგიებით ამზადებენ ღვინოს და იმედოვნებენ, რომ მათი ნაწარმი მალე დაიმკვიდრებს ადგილს ამერიკის ღვინის მაღაზიებში.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ