The Telegraph - გერგეტის სამება მსოფლიოს ულამაზესი ეკლესიების სიაში მოხვდა
20-04-2015
The Telegraph - გერგეტის სამება მსოფლიოს ულამაზესი ეკლესიების სიაში მოხვდა
ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ეკელსიების სია გამოაქვეყნა, რომელშიც მე-6 ადგილს გერგეტის სამება იკავებს.
"ტაძარი კავკასიონის ამწვანებულ და თოვლიან მთებში მდებარეობს, რაც მას განასაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს." - წერს გამოცემა

მსოფლიოს ლამაზი ეკლესიების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. კოლუმბიაში მდებარე მე-18 საუკუნეში აშენებული გოთიკური ეკლესია, რომელიც მდინარის ხეობაშია აგებული და ხეობის მეორე მხარეს ხიდით უკავშირდება. ეკლესიის სიმაღლე 100 მეტრია. მან დღევანდელი სახე 1916-1919 წლებში მიიღო.


2. ნორვეგიული ხის ტაძარი
(Borgund Stave Church)
, რომელიც 1180 წლით თარიღდება. იქ საეკლესიაო მსახურება დიდი ხანია აღარ ტარდება და ეკლესია მუზეუმადაა გადაქცეული.


3. ბეთლემის ტაძარი ირანში, რომელიც სომხების მიერ მე-17 საუკუნეშია აგებული. ეკლესია ულამაზესი მხატვრობით და მოზაიკით გამოირჩევა.


4. ნოტრ დამის ტაძარი საფრანგეთში (Notre Dame du Haut chapel). მე-20
საუკუნეში ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა, თუმცა 1955 წელს მას ძირფესვიანი რესტავრაცია ჩაუტარდა. ტაძარში შემონახულია ღვთისმშობლის მე-17 საუკუნის ქანდაკება.


5. რუმინეთში, კერძოდ, ტრანსილვანიაში მდებარე ტაძარი (Viscri Fortified Church), რომელიც წარმოადგენს კომპლექსის "ტაძრებით გამაგრებული რუმინული სოფლები" ნაწილს, ეს კომპლექსი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.


6. გერგეტის სამება, ტაძარი საქართველოში, კავკასიონის ამწვანებულ და თოვლიან მთებში მდებარეობს, რაც მას განასაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. მე-14 საუკუნეში აგებულ ეკლესიას ცალკე სამრეკლო აქვს, რომელსაც ტურისტებისთვის სანავიგაციო საშულების როლი ხშირად უთამაშია. საბჭოთ კავშირის დროს, როდესაც საეკლესიო მოღვაწეობა იკრძალებოდა, ის ამ ტაძარში მაინც გრძელდებოდა.


7. დიდ ბრიტანეთში კემბრიჯის სამეფო კოლეჯის ეკლესია, რომელის მშენებელობა ჰენრი მეექვსის დროს, 1446 წელს დაიწყო. ტაძარს გამოარჩევს მაღალი თაღი და შუა საუკუნეების ფერადი მინის ფანჯრები.


8. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ეთიოპიაში, რომელიც ერთ მთლიან ქვაშია გამოკვეთილი. მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ის კოპტი ქრისტიანების სალოცავი ადგილი იყო.


9. გერმანიაში, კერძოდ ბავარიის მხარეში, წმინდა ბართლომეს სახელობის ეკლესია, რომელიც ზედ ტბაზე მდებარეობს. მასთან მისვლა წყილით და შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. ტაძარი 1134 წელსაა აგებული, თუმცა მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია მე-17 საუკუნის დასაწყისში ჩაუტარდა.


10. Hallgrímskirkja - ძეგლი ისლანდიაში, რომელიც 73 მეტრი სიმაღლის, ექსპერსიონისტული სტილის, თანამედროვე ძეგლია. მისი მშენებელობა 1945 წელს დაიწყო და 38 წელს გაგრძელდა. მას გარდა რელიგიური დანიშნულებისა, კოშკურის ფუნქციაც აქვს.


წყარო
imereli
19 მაისი 2016 08:45
მართლაც საოცარი სილამაზისაა ტაძარი კოლუმბიაში,უდაოდ ყველაზე ლამაზი.შემდეგი ალბათ კემბრიჯის ტაძარია,მესამე გერგეტი,მეოთხე-მეხუთე სომხური და ისლანდიური ტაძრებია.არ მესმის რატომაა სიაში ნორვეგიული, რუმინული,ნოტრდამისა და ეთიოპური ტაძრები.
ჟუჟუნა გოგოჭური
17 მაისი 2015 22:30
როგორ გამახარეთ,განსაკუთრებული იფორმაციებისათვის,ვტკბები
ამ დიდებული არქიტექტურული ძეგლების ხილვით,შემდეგ ვცდილობ უფრო მეტი გავიგო იმ ისტორიების შესახებ ,რაც მათ უკავშირდება.დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო,ამ ძვირად ღირებული საჩუქრებისთვის.17 მაისი 2015 წელი
marina
21 აპრილი 2015 21:35
Kargia aseti saintereso temebi qveyndeba.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?