უილიამ დანბარი: "ახლა მიწევს დავწერო სვეტი იმის შესახებ, თუ როგორ არ ესმით ქართველებს ხუმრობა" - კვირის პალიტრა

უილიამ დანბარი: "ახლა მიწევს დავწერო სვეტი იმის შესახებ, თუ როგორ არ ესმით ქართველებს ხუმრობა"

"რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს: ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა" -  ეს სტატია   ForbesGeorgia-ში საქართველოში მოღვაწე ბრიტანელმა ჟურნალისტმა, უილიამ დანბარმა 2014 წლის იანვარში გამოაქვეყნა, რომელიც გამოქვეყნდა "კვირის პალიტრის" საიტზეც

როგორც აღმოჩნდა, სტატია დღემდე არ კარგავს აქტუალობას და შეიძლება ითქვას, გასული კვირის ინტერნეტჰიტად იქცა. ქართულ კერძებზე კრიტიკული მსჯელობა ქართველმა მკითხველმა ძალიან მტკივნეულად აღიქვა.

"თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?" - წერს დანბერი.

გასული კვირის გამოხმაურების შემდეგ მან ამ საკითხზე "ფეისბუქგვერდზე" კიდევ ერთი ჩანაწერი გამოაქვეყნა.

"იმ სიძულვილით სავსე ფოსტის, წერილების გათვალისწინებით, რომლებსაც ღვთით დაწყევლილი "კვირის პალიტრის" ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ ვიღებ, ჩემი სტატიის ორიგინალი კიდევ ერთხელ უნდა გამოვაქვეყნო; ეს "აშკარად" თავის შექცევას და უდარდელობას გულისხმობს. ახლა მიწევს დავწერო სვეტი იმის შესახებ, თუ როგორ არ ესმით ქართველებს ხუმრობა". - წერს უილიამ დანბარი და იქვე აქვეყნებს ძველ სტატიას, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს გევრდზეც.

"რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს: ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა"

იხილეთ ასევე: რამდენად საშინელია ქართული სამზარეულო - პასუხი კრიტიკოს ბრიტანელს!