უილიამ დანბარი: "ახლა მიწევს დავწერო სვეტი იმის შესახებ, თუ როგორ არ ესმით ქართველებს ხუმრობა"
17-09-2015
უილიამ დანბარი: "ახლა მიწევს დავწერო სვეტი იმის შესახებ, თუ როგორ არ ესმით ქართველებს ხუმრობა"
"რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს: ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა" -  ეს სტატია   ForbesGeorgia-ში საქართველოში მოღვაწე ბრიტანელმა ჟურნალისტმა, უილიამ დანბარმა 2014 წლის იანვარში გამოაქვეყნა, რომელიც გამოქვეყნდა "კვირის პალიტრის" საიტზეც
როგორც აღმოჩნდა, სტატია დღემდე არ კარგავს აქტუალობას და შეიძლება ითქვას, გასული კვირის ინტერნეტჰიტად იქცა. ქართულ კერძებზე კრიტიკული მსჯელობა ქართველმა მკითხველმა ძალიან მტკივნეულად აღიქვა.
"თვალი გავუსწოროთ სიმ
ართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?"
- წერს დანბერი.

გასული კვირის გამოხმაურების შემდეგ მან ამ საკითხზე "ფეისბუქგვერდზე" კიდევ ერთი ჩანაწერი გამოაქვეყნა.

"იმ სიძულვილით სავსე ფოსტის, წერილების გათვალისწინებით, რომლებსაც ღვთით დაწყევლილი "კვირის პალიტრის" ბლოგპოსტის გამოქვეყნების
შემდეგ ვიღებ, ჩემი სტატიის ორიგინალი კიდევ ერთხელ უნდა გამოვაქვეყნო; ეს "აშკარად" თავის შექცევას და უდარდელობას გულისხმობს. ახლა მიწევს დავწერო სვეტი იმის შესახებ, თუ როგორ არ ესმით ქართველებს ხუმრობა".
- წერს უილიამ დანბარი და იქვე აქვეყნებს ძველ სტატიას, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს გევრდზეც.

"რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს: ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა"

იხილეთ ასევე: რამდენად საშინელია ქართული სამზარეულო - პასუხი კრიტიკოს ბრიტანელს!
ნანა
26 აგვისტო 2017 21:08
რას გაიგიჟეთ თავი, რატომ არ შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს ხინკალი ანდა ხაჭაპური. მეს არ მომწონს ქუჩაში ნაყიდი ხაჭაპური და ლობიანი. ბოლოსდაბოლოს გემოვნებაზე არ დაობენ.
გიორგი მაისურაძე
05 აპრილი 2016 23:50
ლონდონში კიტრს, სტაფილოს, კომბოსტოს და პომიდორს ერთნაირი გემო აქვს...


არავინ გაძალებთ ხინკლის ანდაც ხაჭაპურის ჭამას

ჩვენ გირჩევთ; ყლე ირტყათ თავში დილა, საღამო, შუადღე!

nina
22 იანვარი 2016 11:18
ჭამეთ პუდინგი, დააყოლეთ ინდური ჩაი, ინგლისური არ გეგონოთ, ინდოელებს წაართვით და დაიბრალეთ "ინგლისური ჩაიო"-იცით როდის? კოლონია რომ იყო ინდოეთი თქვენი, მაშინ. მერე გააბოლეთ ყალიონი (ეგეც ინდოეთში ნახეთ მგონი) და უყურეთ ჩოგბურთს- აი, ეს სპორტი კი ნამდვილად ინდურია და არც მეკამათოთ, სერ! სამეფო ეტიკეტის გარდა, თქვენი რა არის შეგიძლიათ მითხრათ?!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?