ავღანეთში გაგზავნას მიესალმება
აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკმა, დაახლოებით 1000-კაციანი ქართული არმიის ავღანეთში გაგზავნა მოიწონა და
აღნიშნა, - ეს ფაქტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ნატოში გაწევრებისკენ სწრაფვას არ უკავშირდებაო.

რიჩარდ ჰოლბრუკის ჩამოსვლის მიზანი ომგადახდილი საქართველოს მხარდაჭერა იყო. მან თბილისის მახლობლად, სამხედრო ბაზაში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი განსაკუთრებით მადლიერია იმისა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო არ უკრძალავს თავის სამხედროებს ავღანეთის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას.

"საქართველოს ძალები მთელ მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, - განაცხადა ჰოლბრუკმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სამხედრო წვრთნების მონახულების შემდეგ, - ჩვენ ვაფასებთ, რომ ამერიკული არმიის, ბრიტანეთისა და კანადის სამხედრო ძალების მსგავსად ავღანეთში ქართველებიც მიდიან."

ჰოლბრუკმა განაცხადა,
რომ საქართველოს წვლილი ავღანეთში არ არის დაკავშირებული მისი ნატოში გაწევრების ძალისხმევასთან.

"ეს გაკეთდა იმიტომ, რომ როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, ავღანეთის საფრთხე - საერთო საფრთხეა", - განაცხადა მან. ავღანეთში, საფრანგეთის მეთაურობით, დაახლოებით 170 ქართველი ჯარისკაცი უკვე მსახურობს, 800-ზე მეტ სამხედროს მალე აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში გაგზავნიან.

ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ სამხედრო ვალდებულებით (ორი მძიმე ბატალიონი, ორი მსუბუქი ბრიგადა), რომელიც 4.4-მილიონიანმა საქართველომ იკისრა, მას ამ სამხედრო ძალისხმევაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს.
"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?