ამერიკული გამოცემის თანახმად, ქართული სამზარეულო ევროპაში მეოთხე ადგილს იკავებს
ამერიკული გამოცემის თანახმად, ქართული სამზარეულო ევროპაში მეოთხე ადგილს იკავებს
ევროპის 48 ქვეყანას შორის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ, ქართული ტრადიციული სამზარეულო მეოთხე ადგილს იკავებს.

ამერიკული გამოცემა Thrillist-ის თანახმად, საქართველო ევროპის ქვეყნების იმ რიცხვში მოხვდა, რომელთაც ყველაზე გემრიელი ტრადიციული კერძები აქვთ.
ამ სიაში საქართველომ მეოთხე ადგილი, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ დაიკავა.

"საქართველო იმ უძველეს გზაზე მდებარეობს, რომელიც ევროპას აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს, აქ კერძები უნიკალური და ძალიან მდიდარ გემოთი გამოირჩევა. მზარეულები გამოიყენებენ განსაკუთრებულ მცენარეებსა და სანელებლებს, როგორიცაა ქინძი, ზაფრანა, ისინი ისეთ
კომბინაციებშია გამოყენებული, რომ მსგავს შერწყმას სხვა რეგიონებში ვერსად ნახავთ"
- ნათქვამია სტატიაში.

საინტერესოა, ისიც, რომ განსხვავებული მცენარეები და განსხვავებული სანელებლები თავად საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კერძებშიც გამოიყენება.

Thrillist-მა ტრადიციული კერძებიდან გამოყო, ხაჭაპური, ხინკალი, ჩახოხბილი და კუჭმაჭი. ამათ გარდა, ქართულ სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით ყველს, ტყემალს, მწვანილსა და წიწაკას.

შეგახსენებთ,
რომ ამერიკული გამოცემა Thrillist აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა კერძებზე, სასმელებზე, მოგზაურობასა და სხვა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
lali
21 ოქტომბერი 2017 13:59
საცივი,ბაჟე,ღომი,ელარჯი,ჩაქაფული,ხინკალი,მწვადი წალამზე,დედას შოთი,ხაჭაპური თონეში გამომცხვარი,წიწილა შამფურზე,ყაურმა,კუჭმაჭი ,სასმელები საფერავი,წინანდალი,ხვანჭკარა,და კიდევ უამრავი,ჩურჩხელა და ჩირი,ნიგვზიანი ფხალეული--მოკლედ სამეფო სამზარეულო გვაქვს,ვინ შეგვედრებაა? ვერავინ.გამისინჯია ყველა ქვეყნის სამზარეულო,ღვინოებიც და ქართულს ვერც შეედრება ვერავინ
30 სექტემბერი 2016 18:10
clebia italiashi var da xahapurze gijdebian via axsovs pica.gemrielad miirtmeven xmel lobios da mcniils kombostosi hemi damcnilebuli ise rom qartulad momzadebulze mcare mjave cxaree ukve daagemovnes da dzaan mocont
ხატია
30 სექტემბერი 2016 02:58
პიცა მას მერე აღარ გამომცხვარა ამ ოჯახში რაც ხაჭაპურის კეთება დავიწყე ))) დანარჩენი ქართული კერძებიც ძალიან მოსწონთ იტალიელებს მაგრამ ამათთვის ცოტა მძიმე და მძაფრია ))) ჩურჩხელაზე ირევიან კიდევ და ვერაფრით ვერ დაიმახსოვრეს სახელი ყველა "სალსიჩას" ეძახის ( ძეხვი )

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები